ლოდიგინი "ლაციოში"?
რომის „ლაციო“ „ზენიტისა“ და რუსეთის ნაკრების მეკარის იური ლოდიგინის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს.
Tuttosport-ის თქმით, „ბიანკოჩელესტეს“ პრიორიტეტი სწორედ ლოდიგინია, რომელსაც „ზენიტის“ ახალი მწვრთნელი რობერტო მანჩინი არ სწყალობს და ამ სეზონში რუსეთის ჩემპიონატის ოთხივე მატჩში სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
27 წლის ლოდიგინი „ზენიტის“ რიგებში 2013 წლიდან თამაშობს და მისი კარი 100-ზე მეტ შეხვედრაში დაუცავს.