გიორგი პაპავა, ტაშკენტის ფახთაქორი
Aa
Aa

გიორგი პაპავა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი გიორგი პაპავა კარიერას ტაშკენტის „ფახთაქორში“ გააგრძელებს. ინფორმაცია უზბეკური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა Telegram-ში დაადასტურა. მხარეებს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

„ფახთაქორი“ უზბეკეთის მოქმედი ჩემპიონია და 2023 წლის სეზონში აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

ამასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა სოციალურ ქსელში მაქსიმ შაცკიხთან და გიორგი პაპავასთან ერთად გადაღებული ფოტო შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: „ჩემი უახლოესი მეგობარი გიორგი პაპავა ჩემი ყოფილი გუნდელისა და მეგობრის გუნდში ითამაშებს“.

2017-20 წლებში „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე იყო. ქართველის წარმატებული მუშაობის შემდეგ გუნდი არველაძის ასისტენტმა პიტერ ხუისტრამ ჩაიბარა, ამჟამად კი ყველაზე ტიტულოვან უზბეკურ კლუბს უკრაინელი მაქსიმ შაცკიხი წვრთნის, რომელიც კიევის „დინამოში“ კახა ალადაშვილის თანაგუნდელი იყო.

29 წლის გიორგი პაპავამ, რომელიც ამპლუით საყრდენი ნახევარმცველია, თბილისის „დინამო“ გასულ წელს დატოვა, როცა მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭიაბრიშვილი დაინიშნა, ახალი მთავარი მწვრთნელის გეგმებში ვერ ჩაჯდა. „დინამოდან“ წასვლის შემდეგ პაპავა უზბეკურ აგმკ-ში გადავიდა, სადაც 16 მატჩში 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ასე რომ, მას უზბეკეთში თამაშის გამოცდილება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსგავსი ნიჭის ფეხბურთელი 50 წელში ერთხელ იბადება“ - La Repubblica-ს რეპორტაჟი საქართველოდან
„მსგავსი ნიჭის ფეხბურთელი 50 წელში ერთხელ იბადება“ - La Repubblica-ს რეპორტაჟი საქართველოდან