ჯოკოვიჩს აჯობა - ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენია
2022 წელი სრულდება და ყველა ქვეყანაში წლის საუკეთესო სპორტსმენებს ასახელებენ. გამონაკლისი არც სერბეთი გახლავთ, სადაც დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საინტერესო ის გახლავთ, რომ ნომინანტთა შორის ზურაბ დათუნაშვილიც იყო და 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება სწორედ მას ხვდა წილად.
სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ზურაბ დათუნაშვილი რამდენიმე ნომინანტს შორის, ასევე ტიტულოვან სპორტსმენებში გამოარჩია.
სერბეთის წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინანტებს შორის ლეგენდარული ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩიც იყო.