რომან დოლიძე
Aa
Aa

წლის საუკეთესო ბრძოლებს შორის - UFC-იმ დოლიძე ისევ გამოარჩია

გუშინ გაცნობეთ, რომ UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე უმაღლესი საბრძოლო ლიგის ვერსიით, 2022 წლის საუკეთესო მებრძოლს შორის მოხვდა. დღეს კი UFC-ის ვებ-გვერდმა 2022 წლის საუკეთესო ბრძოლები გაიხსენა, სადაც ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას რომან დოლიძე იკავებს.

UFC-იმ ქართველი მებრძოლისა და კაილ დაუკაუსის ორთაბრძოლა გამოარჩია. აღნიშნულ დაპირისპირებაში დოლიძემ ამერიკელი სრული დომინაციით, ნოკაუტით დაამარცხა და თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება ჩაიწერა.

რას წერს UFC აღნიშნულ ბრძოლაზე:

რომან დოლიძე და კაილ დაუკაუსი ერთმანეთს საღამოს გახსნით მატჩში დაუპირისპირდნენ. მოსალოდნელი იყო, რომ დაძაბული და კონკურენტული ბრძოლა იქნებოდა, რომელსაც დოლიძე სავარაუდოდ გრეპლინგისკენ წაიყვანდა, თუმცა ქართველ მებრძოლს სხვა იდეები ჰქონდა.

ბრძოლის დაწყებიდან დაახლოებით 30 წამში დოლიძემ მარცხენა ხელით დარტყმის შემდეგ დაუკაუსი მიწაზე გაუშვა, რომელსაც ზემოდან დარტყმებიც მიაყოლა. შემდეგ, როდესაც ისინი გალიასთან იდგნენ, სახის არეში მუხლის მომაკვდინებელი დარტყმით კვლავ დაბლა გაუშვა და ბრძოლაც ნაადრევად შეაჩერა.

2022 წელს, ეს რომან დოლიძესთვის სამი გამარჯვებიდან პირველი იყო, რაც საბოლოოდ საშუალო წონითი კატეგორიის ტოპ 10-სკენ გაუძღვა. ამ გამარჯვებამ სტრაიკინგში მისი გასაოცარი ოსტატობა და შესაძლებლობები დაგვანახა, შემდეგ კი ჰერმანსონთან მისი გრეპლინგში სიძლიერეც ვნახეთ.

საერთო ჯამში, ეს წელი ქართველისთვის ძალიან კარგი იყო და ეს წარმატებაც სწორედ დაუკაუსთან გამარჯვებით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს რომან დოლიძემ კაილ დაუკაუსის ნაცვლად 29 ოქტომბერს ფილ ჰოუსი და 3 დეკემბერს ჯეკ ჰერმანსონიც დაამარცხა. საბოლოოდ, ქართველმა მებრძოლმა წელი საკუთარი წონითი კატეგორიის ტოპ 10 მებრძოლს შორის დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია თოფურია UFC-ის ესპანეთში ჩაიყვანს“ - El Espanol-ის სტატია ქართველ მებრძოლზე
„ილია თოფურია UFC-ის ესპანეთში ჩაიყვანს“ - El Espanol-ის სტატია ქართველ მებრძოლზე