რომან დოლიძე
Aa
Aa

რომან დოლიძის დიდი აღიარება - წლის საუკეთესო მებრძოლებს შორის მოხვდა

UFC-იმ 2022 წლის საუკეთესო მებრძოლები დაასახელა. MMA-ის ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ის ფაქტია, რომ ტოპ 10-ში საქართველოს წარმომადგენელს ვხედავთ და რომან დოლიძე მე-10 პოზიციას იკავებს.

„2021 წლის ბოლოსთვის, რომან დოლიძე ნამდვილად იყო მებრძოლი, რომლისთვისაც თვალის დევნება ღირდა, მაგრამ კავკასიელი არ გახლდათ იმ მებრძოლთა შორის, რომელთა ჩხუბიც აუცილებლად უნდა გენახათ, რადგან გასამარჯვებლად გრეპლინგზე ორიენტირებულ შეტევებს იყენებდა. 1 წლით წინ წავიწიოთ და ვნახავთ, რომ დოლიძემ კაილ დაუკაუსი, ფილ ჰოუსი და ჯეკ ჰერმანსონი დაანოკაუტა და თუ ამ სამიდან რომელიმე ბრძოლა გამოტოვეთ, ბევრი დაგიკარგავთ. 2023 წელს იგივე შეცდომა არ დაუშვათ“, - წერს UFC-ის ოფიციალური ვებგვერდი.

ტოპ 10-ს რაც შეეხება, ის ასე გამოიყურება

1 - ალექსანდერ ვოლკანოვსკი

2 - ალექს პერეირა

3 - ისლამ მახაჩევი

4 - ჟან ვეილი

5 - ლეონ ედვარდსი

6 - მარლონ ვერა

7 - ალჯამეინ სტერლინგი

8 - ჯამაჰალ ჰილი

9 - ირჟი პროხაზკა

10 - რომან დოლიძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვენტუსისა და ურუგვაის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა
იუვენტუსისა და ურუგვაის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა