გოგა ბითაძე
Aa
Aa

გოგა ბითაძე ევროპაში არ დაბრუნდება - მას ცრვენა ზვეზდას უკავშირებდნენ

„ინდიანა პეისერსის“ ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე ევროპაში არ დაბრუნდება. ბოლო პერიოდში, მას „ცრვენა ზვეზდას“ უკავშირებდნენ და წერდნენ, რომ სერბული კლუბი მას ტრავმირებული ჰასან მარტინის ერთ-ერთ შემცვლელად განიხილავდა, თუმცა გოგას აგენტმა მოვლენების ასეთი განვითარება გამორიცხა.

მიშკო რაზნატოვიჩმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „გოგა ბითაძე ევროპულ კლუბში არ ბრუნდება და ამაზე არასდროს არავის უფიქრია“.

შეგახსენებთ, რომ „პეისერსის“ რიგებში გოგას მცირე სათამაშო დრო ეძლევა. მან „ინდიანას“ მაისურით ბოლოს 10 დეკემბერს ითამაშა და „ვაშინგტონთან“ დაპირისპირებაში, პარკეტზე თითქმის 14 წუთი გაატარა. ამ თვეში, მას მხოლოდ 3 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ჯამში 20 წუთი ითამაშა.

მიმდინარე რეგულარულში გოგა პარკეტზე საშუალოდ 9:52 წუთს ატარებს, მისი სტატისტიკა კი ასეთია - 3.6 ქულა, 2.3 მოხსნა, 1 ასისტი, 0.6 დაფარება და 0.4 ჩაჭრა. მის გუნდს რაც შეეხება, „ინდიანას“ 16 მოგება და ამდენივე წაგება აქვს და მომდევნო მატჩი „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბორდალასი: „ბევრმა გამაკრიტიკა, როცა მამარდაშვილი ვათამაშე“
ბორდალასი: „ბევრმა გამაკრიტიკა, როცა მამარდაშვილი ვათამაშე“