თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას 9 ქულა - ვირტუს ბოლონიას გამარჯვება ევროლიგაზე

ევროლიგის მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონია“ „ალბა ბერლინს“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 85:76 დაამარცხა. სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა თორნიკე შენგელია, რომელსაც საუკეთესო მატჩი არ ჰქონდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 25 წუთი და 15 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში, შენგელიამ 9 ქულას, 2 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

„ვირტუსის“ მხრიდან საუკეთესო სტატისტიკა იტალიელმა დანიელ ჰაკეტმა დააფიქსირა. 34 წლის კალათბურთელმა პარკეტზე არასრული 22 წუთი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში კი 13 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „ვირტუს ბოლონია“ მე-14 ადგილზე იმყოფება. ცნობისთვის, იტალიურმა გუნდმა გამარჯვება ზედიზედ 4 წაგების შემდეგ მოიპოვა. შემდეგ ტურში, „ბოლონია“ „მაკაბის“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაცვა მე-8 სართულიდან გადმოვარდა - კიდევ ერთი მსხვერპლი კატარში
დაცვა მე-8 სართულიდან გადმოვარდა - კიდევ ერთი მსხვერპლი კატარში