ევლოევი: „დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, იმ ესპანელს პირველი წაგება ექნება“
UFC-ის მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა ილია თოფურიაზე მოკლედ ისაუბრა. რუსმა სპორტსმენმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს თავისი ამბიციები გაუზიარა.
„დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები! 2023 წლის ბოლოს, ქამრის მოპოვების ნომერ პირველი პრეტენდენტი ვიქნები და ის ესპანელი კარიერაში პირველად დამარცხდება“.
საინტერესოა, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ევლოევი გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ თოფურია მასზე მინიმუმ ერთი წლით წინ იმყოფება. მათი თქმით, მოვსარს „ელ მატადორთან“ შანსი არ აქვს და თოფურიასთან ჩხუბამდე, ჯერ ბრაის მიტჩელს უნდა მოუგოს.
Mark my words at the end of 2023 I will be the number one contender in the division and Spaniard will suffer the first losses
— Movsar Evloev (@MovsarUFC) December 13, 2022
შეგახსენებთ, რომ მოვსარ ევლოევსა და ილია თოფურიას შორის დაძაბული ურთიერთობაა. მათ რამდენიმე თვის წინ უნდა ეჩხუბათ, მაგრამ რუსმა მებრძოლმა ოქტაგონზე გასვლაზე უარი კორონავირუსის გამო თქვა, რის შემდეგაც იყო დაპირისპირება სოციალურ ქსელებში და რამდენიმე შეურაცხმყოფელი პოსტი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს