ტოჩინოშინი, კიუშუ ბაშო
Aa
Aa

ქართულ სტილში! - ტოჩინოშინმა მაგარი ბრძოლა მოიგო

კიუშუ ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-14 მაეგაშირა იჩიიამამოტოს (ბალანსი 7:5-ზე) დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში სუკუიანაგეს ილეთით დაამარცხა.

ლევან გორგაძისთვის ეს ორთაბრძოლა, ისევე როგორც ყველა დარჩენილი ბრძოლა ფინალის ტოლფასი იყო, რადგან ქართველ სუმოისტს წაგების უფლება აღარ აქვს. საბედნიეროდ, ლევანმა რთული დაპირისპირების მიუხედავად ძალების მობილიზება მაინც შეძლო და მეტოქე დოჰიოზე ბეჭებზე გააკრა.

ამ გამარჯვებით, ტოჩინოშინის ბალანსი 6:7-ზე გახდა და იჩიიამამოტოსთან ურთიერთშეხვედრებშიც დაწინაურდა - 3:2.

როგორც გითხარით, ქართველი სუმოისტისთვის დარჩენილი ორივე ორთაბრძოლა ფინალის ტოლფასია. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ლევანს ორიდან ორივე შეხვედრის მოგება სჭირდება.

ხვალ, ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-4 მაეგაშირა სადანოუმი იქნება. ქართველი და იაპონელი სუმოისტები აქამდე ერთმანეთს 12-ჯერ შეხვდნენ, ბალანსი კი ლევან გორგაძის სასარგებლოდაა - 7:5-ზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იოლი გამარჯვება - ტოჩინოშის მეორე მოგება კიუში ბაშოზე
იოლი გამარჯვება - ტოჩინოშის მეორე მოგება კიუში ბაშოზე