ნეიმარი, ტიაგო სილვა
Aa
Aa

სილვა ქომაგებს: გჯეროდეთ ჩვენი და არ ინერვიულოთ, ჩვენ მზად ვართ

ტიაგო სილვამ სერბეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს რთული შეჯიბრია, რომ მზად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით პირველი მატჩისთვის.

ვიცით, რომ პირველი მატჩი მნიშვნელოვანია სიმშვიდის მოსაპოვებლად და ამ თვალსაზრისით, დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ გვჯერა იმ საქმის, რომელიც დღემდე გაგვიკეთებია და კარგად ვაკეთებთ.

ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრებს მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვუთხრა: გჯეროდეთ ჩვენი და არ ინერვიულოთ, ჩვენ მზად ვართ მშვენიერი მსოფლიო ჩემპიონატისთვის. რა თქმა უნდა, თასი ჯერ შორს არის, მაგრამ შეგიძლიათ იოცნებოთ მასზე, რასაც ჩვენ ყოველდღე ვაკეთებთ.

ნეიმარი, რომელმაც თავი დააღწია ტრავმებს და ყოველგვარ შფოთვას, ახლა საუკეთესოდ გამოიყურება. ის თავმდაბალი ადამიანია და ჩვენი გუნდი პასუხისმგებლობების განაწილებით მას დაეხმარება, რათა თავი კიდევ უფრო მშვიდად იგრძნოს. ეს ურთიერთქმედება მას დაეხმარება უკეთ ითამაშოს და თქვენ ნეიმარის საუკეთესო ვერსიით სრულად უნდა ისიამოვნოთ“,

- განაცხადა სილვამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7:0 - ესპანეთმა კოსტა-რიკა გაანადგურა | გავის ისტორიული გოლი
7:0 - ესპანეთმა კოსტა-რიკა გაანადგურა | გავის ისტორიული გოლი