ნოვაკ ჯოკოვიჩი, ავსტრალიის ღია პირველობა
Aa
Aa

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ვიზას მიიღებს

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Guardian-ის ცნობით, დიდი სლემის 21-გზის ჩემპიონი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ვიზას მიიღებს, რის შედეგადაც ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობას შეძლებს.

„ნოლეს“ ამ ეტაპზე ქვეყანაში შესვლა 3 წლით აქვს აკრძალული, ამ შეზღუდვის მოხსნის ინიციატორი კი იმიგრაციის ახალი მინისტი, ენდრიუ ჯაილსია. გამოცემის ინფორმაციით, მინისტრი დარწმუნებულია, რომ არსებობს დამაჯერებელი გარემოებები, რაც გაუქმებული ვიზის მქონე პიროვნებას ავსტრალიაში დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჯოკოვიჩმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოფიციალურად ჯერ არაფერი გარკვეულა.

რა თქვა ნოლემ:

ჯერ ოფიციალური სიახლე არ არის. ველოდები. ჩემი ადვოკატები ავსტრალიის მთავრობასთან მართავენ მოლაპარაკებებს. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ჩოგბურთელს ავსტრალიაში შესვლა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უარის თქმის გამო აეკრძალა. ავსტრალიის მაშინდელმა მთავრობამ ნოლე საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფრთხედ გამოაცხადა, რადგან თვლიდა, რომ ჩოგბურთელს ანტივაქსერული კამპანიის პროვოცირება შეეძლო.

აქვე გეტყვით, რომ ავსტრალიის რია პირველობა 16-29 იანვარს უნდა გაიმართლოს, ჯოკოვიჩს კი ტურნირი 9-ჯერ აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შემაჯამებელ ტურნირს გამოტოვებს - ალკარასი ტრავმირებულია
შემაჯამებელ ტურნირს გამოტოვებს - ალკარასი ტრავმირებულია