როთენი: ეს ნახევარდაცვა ნეხვშია, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია
Aa
Aa

როთენი: ეს ნახევარდაცვა ნეხვშია, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია

დიდიე დეშამის „მონაკოს“ ერთ-ერთი ლიდერი და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჟერომ როთენი, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსად მუშაობს, მიიჩნევს, რომ საფრანგეთის ნაკრებს ძალიან სუსტი ნახევარდაცვის ხაზი ჰყავს.

როთენი თვლის, რომ ეს ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნახევარდაცვის ხაზია, რომელიც „სამფეროვნებს“ ოდესმე ჰყოლიათ:

„ეს შეცდომაა. დეშამმა ცოტა გამაოცა, რადგან ადრე ყოველთვის ჰქონდა სამოქმედო გეგმა. ევრო 2020-ის შემდეგ გუნდს განახლება სჭირდებოდა და დეშამმა ეს გააკეთა. ხშირად სამი მცველით ვთამაშობდით, მაგრამ ამ წყობისთვის გუნდის შეჩვევას დრო სჭირდება.

ბოლო მატჩებში საფრანგეთს ცუდი შედეგები აქვს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სუსტი ნახევარდაცვა გვყავს - თუნდაც დეშამი საკუთარ შეცდომას არ აღიარებდეს. ის ფიქრობს: „მაშინ მე კიდევ უფრო გავამკაცრებ დაცვის ხაზს“.

ჩვენ ყველანი მიჩვეული ვართ ოთხ მცველიანი სქემით თამაშს. თამაშის პრინციპები ცნობილია, მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომლებიც გარკვეულ პოზიციებზე არც თუ ისე კომფორტულად გამოიყურებიან, არ სურთ კონკრეტულ პოზიციაზე თამაში.

მაგრამ მე ეს მესმის, რადგან ჩვენი ნახევარდაცვა ცოტა არ იყოს ნეხვშია. ჩემი აზრით, ეს ნახევარდაცვა ერთ-ერთი ყველაზე სუსტია საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში“,

- განაცხადა როთენმა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფრანგების შემადგენლობაში შემდეგი ნახევარმცველები მოხვდნენ: ედუარდო კამავინგა (მადრიდის რეალი), იუსუფ ფოფანა (მონაკო), მატეო გენდუზი (მარსელი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი), აურელიენ ჩუამენი (რეალი), ჯორდან ვერეტუ (მარსელი), კინგსლი კომანი (ბაიერნი) და უსმან დემბელე (ბარსელონა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კატარი 2022: ინგლისმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელა
კატარი 2022: ინგლისმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელა