თორნიკე შენგელია
Aa
Aa

„თავს კარგად ვგრძნობ, ახლა სანაკრებო თამაშებზე ვფიქრობ“ - თოკომ მილანთან მატჩი შეაფასა

გუშინ საკალათბურთო ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ საკუთარ მოედანზე „ოლიმპია მილანოს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 5 ქულის სხვაობით - 64:59 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეხვედრაში სათადარიგოდან ჩაერთო და მოედანზე 20:30 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში თოკომ 12 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. იმის მიუხედავად, რომ შენგელია სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, ქართველმა კალათბურთელმა მოედანი ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლით დატოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ 30 წლის კალათბურთელმა მცირე კომენტარი გააკეთა.

რა თქვა თოკომ:

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგან კაუნასში, „ასველთან“ დამარცხების შემდეგ მოგება და სეზონის ამ ნაწილის პოზიტიურად დასრულება გვინდოდა. თავს კარგად ვიცავდით და ბურთსაც კარგად ვათამაშებდით.

როგორ ვარ? თამაშის ტემპი მცირედით მაინც მაკლია, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. იმედი მაქვს, რომ ოპტიმალურ ფორმას მალე დავუბრუნდები. ახლა ნაკრებს შევუერთდები, საქართველოსთან ერთად გასამართ ორ თამაშზე ვფიქრობ, შემდეგ კი „ვალენსიასთან“ მატჩისთვის დავბრუნდები, რომელიც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის. 11 ნოემბერს ჩვენი გუნდი სტუმრად ისლანდიის ნაკრებს შეხვდება, 14 ნოემბერს კი თბილისში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი ვარჯიში რეიკიავიკში - ნაკრებს დღეს შენგელიაც შეუერთდება
მორიგი ვარჯიში რეიკიავიკში - ნაკრებს დღეს შენგელიაც შეუერთდება