თორნიკე შენგელია, ოლიმპია მილანო
Aa
Aa

12 ქულა და კარგი მატჩი - შენგელიას ვირტუსმა ევროლიგაზე გაიმარჯვა

ევროლიგის მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონია“ „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. „ვირტუსმა“ მოწინააღმდეგე 64:59 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

სამწუხაროდ, სასტარტო ხუთეულში თორნიკე შენგელია არ მოგვევლინა, მაგრამ ქართველმა კალათბურთელმა გამარჯვებაში თავისი წვლილი მაინც შეიტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 20 წუთი და 30 წამი დაყო.

ამ პერიოდის განმავლობაში, შენგელიამ ოცი ქულა, ორი მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მესამე მეოთხედში თორნიკემ, 1-წუთიან მონაკვეთში საკუთარ გუნდს 5 ქულა მოუტანა. ჯერ ეფექტურად "ჩატენა", ხოლო შემდეგ ლამაზი 3-ქულიანი ჩააგდო.

 „ვირტუს ბოლონიას“ მხრიდან კი საუკეთესო მაჩვენებლით მილოშ ტეოდოშიჩი გამოირჩა. სერბმა კალათბურთელმა არასრულ 17 წუთში 15 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, იტალიური კლუბი ევროლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზე გადავიდა. ცნობისთვის, „ვირტუსმა“ ჩატარებული 7 შეხვედრიდან 3 მოიგო და 4 წააგო. შემდეგ ტურში, შენგელიას გუნდი „ვალენსიას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილი პარკეტს დაუბრუნდა - ქართველმა კალათბურთელმა ატლანტასთან ითამაშა
მამუკელაშვილი პარკეტს დაუბრუნდა - ქართველმა კალათბურთელმა ატლანტასთან ითამაშა