ლუის ენრიკე, დიეგო სიმეონე
Aa
Aa

ატლეტიკო სიმეონეს გაშვებას და ლუის ენრიკეს დანიშვნას გეგმავს

შესაძლოა დიეგო სიმეონემ მადრიდის „ატლეტიკო“ დატოვოს. ინფორმაციას larazon-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, „როხიბლანკო“ სიმეონეს შემცვლელად ლუის ენრიკეს განიხილავს, რომელსაც უკვე დაუკავშირდნენ.

ენრიკეს შესახებ ადრეც დაიწერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ნაკრებიდან წასულიყო. ამჯერად, მას „ატლეტიკოს“ უკავშირებენ.

Larazon-ი წერს, რომ თუ ლუის ენრიკე „ატლეტიკოს“ შეუთანხმდება, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მას წასვლის უფლებას მისცემს.

რაც შეეხება სიმეონეს, მას მადრიდელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მის დათხოვნასთან დაკავშირებული სირთულეები შეიძლება წარმოიშვას. ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტის გამო, კლუბს დაახლოებით 14 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. შესაძლოა კლუბმა მწვრთნელთან მოლაპარაკება სცადოს, რათა ეს თანხა შემცირდეს, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ატლეტიკო“ ევროპული ტურნირებს დაემშვიდობა. ლა ლიგაში კი სიმეონეს გუნდი 12 ტურის შემდეგ, 23 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კულიბალი: “კვარას ხშირად ვწერ, მერე რა, რომ ჯერ არ ვიცნობ?“
კულიბალი: “კვარას ხშირად ვწერ, მერე რა, რომ ჯერ არ ვიცნობ?“