ქოჩორაშვილის დებიუტი სევილიაში - ანდალუსიელები ატლეტიკოსთან დამარცხდნენ
ლა ლიგის მესამე ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „სევილია“ საკუთარ კედლებში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა, ქართველმა ნახევარმცველმა კი ახალ კლუბში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
ქოჩორაშვილი თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო და მალევე შეეძლო გოლის გატანა - მისი დარტყმა მცირე მანძილით ასცდა იან ობლაკის კარს. Sofascore-მა ქართველი ნახევარმცველის თამაში 6.9 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 21-დან 20 ზუსტი პასი (95%), 2 დარტყმა, 33 შეხება ბურთთან, 3-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა და 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა.
ქოჩორაშვილის გამორჩეული მომენტები
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, „როხიბლანკოსმა“ პირველ ტაიმში ანდალუსიელებს სამი გოლი გაუტანა - დუბლი ალექს ბაენამ გაიფორმა, ერთი გოლი კი ადემოლა ლუკმენის ანგარიშზეა. 67-ე წუთზე მიგელ სიერამ პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.
3 ტურის შემდეგ „სევილიას“ 6 ქულა აქვს. ქოჩორაშვილის გუნდი ლა ლიგის მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 სექტემბერს „ესპანიოლს“ ესტუმრება.