ეთერ ლიპარტელიანი, გიორგი სარდალაშვილი, გიორგი თუთაშვილი, თემურ ნოზაძე, ბაგრატ ნინიაშვილი
Aa
Aa

სარდალაშვილის ოქროს მედალი აბუ დაბის გრანდ სლემზე

აბუ დაბის გრანდ სლემის პირველ დღეს - 60 კგ. წონით კატეგორიის ფინალში გიორგი სარდალაშვილმა ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი იუნგ ვეი იანგი ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ნახევარფინალში გიორგი სარდალაშვილმა აზერბაიჯანელი ბალაბაი აღაიევი იპონით დაამარცხა და ოქროს მედლამდე მხოლოდ ერთი შეხვედრა აშორებს. 

ფინალისკენ მიმავალ გზაზე სარდალაშვილმა ოთხივე მეტოქე იპონით დაამარცხა. მან შემდეგ ძიუდოისტებს სძლია:მატან კოკოლაევუ, მაქსიმ მერლინი, სალიჰ ილდიზი და ბალაბაი აღაიევი.

აბუ დაბის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ.) იბრძოლებს. ბრინჯაოსთვის თემურ ნოზაძეც (-60 კგ.) იბრძოდა, თუმცა მე-5 ადგილს დასჯერდა.

ტურნირი გიორგი თუთაშვილმა (-66 კგ.) და ბაგრატ ნინიაშვილმა (-66 კგ.) უმედლოდ დაასრულეს. თუთაშვილი ყაზახ იესეთ კუანოვთან დამარცხდა, ნინიაშვილი კი - ალჟირელ ვაი ეზინესთან.

შეგახსენებთ, აბუ დაბის გრანდ სლემი 23 ოქტომბერს დასრულდება. დღეს გამოსული ძიუდოისტების გარდა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

ბიჭები:

-73 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით გიორგი ტერაშვილი ასპარეზებს. ახალგაზრდა ძიუდოისტი წონის ლიდერია და A ჯგუფში პირველ ნომრად არის განთესილი. შესაბამისად, ტერაშვილი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე წრეში კი აზერბაიჯანელ ვუსალ გალანდარზადესა და მოლდოველ ადილ ოსმანოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

-81 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას გიორგი ახალაური დაიცავს, რომელიც D ჯგუფში იქნება და საწყის შეხვედრაში უკრაინის სახელით მოასპარეზე გევორ მანუკიანს დაუპირისპირდება.

-90 კგ. - აღნიშნულ წონაში საქართველოს სახელით ზოგადად ტურნირის ლიდერი ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებს. გამოცდილი ძიუდოისტი პირველ წრეში აზერბაიჯანელ ვუგარ თალიბოვს შეხვდება. ამავე წონაში იქნება კიდევ ერთი გამოცდილი სპორტსმენი, უშანგი მარგიანი, რომელიც C ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩინელ იადონგ ქსიეს შეერკინება.

-100 კგ. წონით კატეგორიაშიც 2 ძიუდოისტით გამოვალთ. A ჯგუფში იქნება გიორგი ბერიაშვილი, რომელიც პირველ შეხვედრაში დანიელ მატიას მადსენთან იჭიდავებს, C ჯგუფში კი ჩვენი ქვეყნის ღირსებას ონისე სანებლიძე დაიცავს, რომელიც ჩილელ ტომას ბრიკენოსთან ბრძოლით ჩაერთვება ასპარეზობაში.

+100 კგ. - მძიმე წონაში საქართველოს სახელით ირაკლი დემეტრაშვილი იასპარეზებს, რომელიც პირველ წრეში ჩინელ რუიქსუან ლის შეერკინება.

გოგონები:

+78 კგ. წონით კატეგორიაში კი სოფიო სომხიშვილი გამოვა, რომელსაც პირველ მეტოქედ ტრინიდადი და ტობაგოელი გაბრიელა ვუდი ერგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები