წარუმატებელი მუშაობის გამო სტივენ ჯერარდმა ასტონ ვილა დატოვა
„ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი სტივენ ჯერარდმა დატოვა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. 42 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ასტონ ვილამ“ მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, მხოლოდ 2 შეხვედრა მოიგო, 3 მატჩი ფრედ დასრულდა, ექვსი მატჩი დათმო.
Aston Villa Football Club can confirm that Head Coach Steven Gerrard has left the club with immediate effect.
— Aston Villa (@AVFCOfficial) October 20, 2022
პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში „ასტონ ვილა“ 9 ქულით მე-17 ადგილზეა. ამ ეტაპზე „ასტონ ვილას“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უცნობია.
2017-18 წლებში სტივენ ჯერარდი „ლივერპულის“ 18 და 19 წლამდე გუნდებს წვრთნიდა. 2018-21 წლებში ჯერარდი „რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი იყო, 2021 წლის ნოემბერში „ასტონ ვილას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თუმცა წარუმატებელი მუშაობის გამო პოსტი დატოვა.