კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ჩელსისთან არ ითამაშებს - იუნაიტედმა რონალდუ დასაჯა

როგორც მოსალოდნელი იყო, კრიშტიანუ რონალდუს „ტოტენჰემთან“ შეხვედრისას მოედნის ნაადრევად დატოვება ძვირად დაუჯდა.

Daily Mail-ის ცნობით, კრიშტიანუმ ცვლილებაზე შესვლა იუკადრისა და შეხვედრის დასრულებამდე გასახდელისკენ გაეშურა, რისთვის დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ რონალდუ ამ უქმეებზე „ჩელსისთან“ შეხვედრას გამოტოვებს. კლუბმა მას ჩადენილი არ აპატია.

„კრიშტიანუ შაბათს ჩელსისთან მატჩის განაცხადში არ იქნება. მთელი გუნდი კი მომდევნო შეხვედრაზე სრულად არის კონცენტრირებული".

- ვკითხულობთ „იუნაიტედის“ ოფიციალურ განცხადებაში.

The Athletic-ი წერს, რომ რონალდუ განცხადს მიღმა დარჩენის გარდა, კლუბმა ვარჯიშებიდანაც მოკვეთა. პორტუგალიელი ინდივიდუალურად ივარჯიშებს. რამდენი ხნით იქნება ასე ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მომდევნო სეზონში ალბათ უფრო დიდ ნახტომს გააკეთებს“ - Calciomercato-მ მამარდაზე დაწერა
„მომდევნო სეზონში ალბათ უფრო დიდ ნახტომს გააკეთებს“ - Calciomercato-მ მამარდაზე დაწერა