ზურაბ ტყემალაძე, საბა ფურცელაძე
Aa
Aa

ჩოგბურთი: ზურაბ ტყემალაძემ 15 000-იანი ტურნირი მოიგო

შარმ ელ შეიხში გამართულ ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 15 000 აშშ დოლარი იყო, 22 წლის ზურაბ ტყემალაძემ წარმატებით იასპარეზა. მან ფინალში იტალიელი მარსელო სერაფინი 6:1, 6:4 დაამარცხა.

ფინალამდე განვლილ გზაზე ტყემალაძემ, რომელიც მსოფლიოს 904-ე ჩოგანია, იტალიელი ფილიპო ბალდი  (6:3, 6:2), ბელარუსი ალექსანდრ ჟგიროვსკი (6:2, 6:3) და ბელარუსი დანიილ ოსტაპენკოვი ( 6:3, 3:6, 6:0) დაამარცხა. 1/2-ფინალში ზურაბ ტყემალაძემ იტალიელ დანიელე კაპეჩის 6:3, 6:3 სძლია და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, აღნიშნული ტურნირის წყვილთა თანრიგში საბა ფურცელაძემ იასპარეზა. ფურცელაძისა და სლოვაკი ლუკას პოკორნის წყვილი ფინალში გავიდა, სადაც ალექსანდრ ჟგიროვსკისა და ალიაქსანდრ ლიანენკას დუეტთან დამარცხდა (5:7, 4:6).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სოფიის ღია პირველობა - ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
სოფიის ღია პირველობა - ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია