ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა: “ნეაპოლში ბედნიერი ვბრუნდები“

ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები გიბრალტარს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. „ჯვაროსნების“ მხრიდან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი წიტაიშვილმა გაიტანეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, გიბრალტარში CrystalSport ხვიჩა კვარაცხელიას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა:

„რა თქმა უნდა, სანაკრებო თამაშები ძალიან დადებითად დავამთავრეთ. გავიმარჯვეთ, მიზანს მივაღწიეთ და ასე ვთქვათ გახარებული ვბრუნდები. მსურს წინ წავიწიო და თამაშებზე გადავერთო. იტალიური ენის სწავლის პროცესი კარგად დადებითად მიმდინარეობს. ვემზადები, ცოტა რთული არის, მაგრამ ალბათ 3-4 თვეში იმედი მაქვს, რომ უკვე ნორმალურად მაინც მეცოდინება იტალიური.“

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ვარსკვლავმა სერია ა წარმატებით დაიწყო, სადაც 7 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსის“ წინააღმდეგ პენალტი მოიპოვა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ასევე გეტყვით, სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „ტორინოს“ უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება პირველი ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
SofaScore - რა შეფასება მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა
SofaScore - რა შეფასება მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა