გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მოლაპარაკებები დასრულებულია, შეთანხმება მიღწეულია - ახალი კონტრაქტი მამარდაშვილს

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, Cadena Ser-ი გიორგი მამარდაშვილზე წერს და „ვალენსიას“ სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება. ბოლო კვირების განმავლობაში, აქტიურად იწერებოდა, რომ „ღამურები“ ქართველ მეკარეს ახალ ხელშეკრულებას დაუდებდნენ და Cadena Ser-ის ცნობით, მხარეებს შორის ყველაფერი მოგვარებულია.

„ქართველი მეკარე ახალ კონტრაქტს დაუყონებლივ გააფორმებს და კლუბს საკუთარ მომავალს 2027 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირებს. ვალენსია თავის მეკარეს 100 მილიონ ევროდ დაიცავს. მესტალიის ბინადრები მის ხელფასს შეცვლიან და დაუნიშნავენ ანაზღაურებას, რომელიც მის როლს შეესაბამება.

მამარდაშვილი ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდა და მიმდინარე სეზონის მატჩების უმრავლესობაში, ვალენსიას ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ეს პირველი სიახლეა და ვალენსია გეგმავს, გარიგება ოფიციალურად უახლოეს კვირებში დახუროს. მამარდაშვილის შემდეგ, გაიას, გილამონისა და ხაუმეს ჯერი დადგება“, - წერს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, 21 წლის გიორგი მამარდაშვილი „ღამურებში“ მეორე სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ხუთივე ტურში სასტარტოში ითამაშა, კლუბის ერთ-ერთი ლიდერია და გუნდი გოლის გაშვებისგან არაერთხელ იხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“რა გული აქვს! ჟესტი, რომელიც ათას სიტყვას უდრის“ - ხვიჩას ღირსეული ქმედება
“რა გული აქვს! ჟესტი, რომელიც ათას სიტყვას უდრის“ - ხვიჩას ღირსეული ქმედება