ნიკოლოზ ბასილაშვილი, ნეკა დოროყაშვილი
Aa
Aa

„გარდა იმისა, რომ ჩემოდანს მირტყამს, შემდეგ ხელს აყოლებს“ - რა ითქვა დღევანდელ პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით სწორედ დოროყაშვილი გამოიკითხა, რომელმაც სასამართლოს წინაშე ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები წარადგინა.

რაც შეეხება თვითონ ვიდეოს შინაარსს, როგორც დოროყაშვილმა აღნიშნა, კონფლიქტი მასსა და სპორტსმენს შორის აშშ-ში, სასტუმროში ყოფნისას მოხდა, რა დროსაც მას ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაარტყა ჩანთა, რომელშიც 17 ჩოგანი იდო.

„გარდა იმისა, რომ ჩემოდანს მირტყამს, შემდეგ ხელს აყოლებს და ტანითაც მეცემა ზემოდან“, - განაცხადა დოროყაშვილმა სასამართლოზე.

ადვოკატის მტკიცებით, დაზარალებული, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ცრუ ბრალდებებს აყენებს, შესაბამისად დაცვა ელოდება, რომ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებაში სპორტსმენს გაამართლებს. ნიკოლოზ ბასილაშვილი სხდომას დისტანციურად ესწრებოდა.

დოროყაშვილმა ასევე განაცხადა, ნიკოლოზ ბასილაშვილი კონფლიქტის დროს მას საბანკო ბარათებს უბლოკავდა.

ნიკოლოზი ჩემით მანიპულირებდა, იმ დროს არ ვმუშაობდი და საოჯახო ბიუჯეტი იყო საერთო. როდესაც მოხდებოდა რაიმე სახის კონფლიქტი ბლოკავდა საბანკო ბარათს ჩემი დასჯის მიზნით, ბევრჯერ წამიყვანჯა ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდია „კარტა“ და ვერ ვიხდიდი.

ამას ხშირი ადგილი ჰქონდა და ჩემი მეგობრებიც შესწრებიან, შემდეგ მიწევდა ამის ახსნა, რომ ბარათი იყო დაბლოკილი. ნიკოლოზს სურდა შევხვეწებოდი 1-2 კვირა რომ აეხსნა ბლოკი, ამას აკეთებდა ჩემი მანიპულაციის მიზნით, რომ დავეკნინებინე. ვცდილობდი მესესხა ფული ჩემი მეგობრებისგან ან მშობლებისგან. ძალიან მრცხვენოდა, რომ მეთქვა და ცუდ მდგომარეობაში ვიყავი ამის გამო.

ფიზიკური ძალადობა იმ მომენტში გტკივა და მეორე დღეს შეიძლება აღარ გტკიოდეს, მაგრამ როდესაც საქმე შენს პიროვნებას ეხება და არარაობად გრძნობ თავს, მორალურად გამანადგურებელია“, - აღნიშნა დოროყაშვილმა.

საპასუხოდ, ჩოგბურთელის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ დელი დოროყაშვილი ბასილაშვილის მიმართ ცრუ ბრალდებებს აყენებს. მისივე თქმით, საპასუხოდ თავად ბასილაშვილსაც ბევრი აქვს სათქმელი, თუმცა შვილის ინტერესებიდან გამომდინარე თავს იკავებს.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არ აქვს სალაპარაკო, ან არ აქვს მტკიცებულებები, ძალიან ცდება. ნიკოლოზ ბასილაშვილის ტელეფონები არაერთ მტკიცებულებას ინახავს, მაგრამ ის ამის გასაჯაროებას არ ახდენს, ნიკოლოზ ბასილაშვილი არ საუბრობს საჯაროდ, რადგან ამ ყველაფერს ნახავს ბავშვი.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ქალბატონ ნელი დოროყაშვილს შესთავაზა, ყოფილიყო სხდომა დახურული, რადგან ბავშვისთვის ეს იქნებოდა მძიმე, რადგან ბავშვი დადის სკოლაში, ეზოში და შესაძლოა, რომელიმე ბავშვის მხრიდან მოხდეს სხვადასხვა ფორმით მიწოდება და ის, რომ ინტერნეტით ნიკოლას ბასილაშვილმა ეს ყველაფერი თავადაც შეიძლება ნახოს, რაც მატრავმირებელია ბავშვისთვის, ქალბატონმა ნელი დოროყაშვილმა კატეგორიულად მოითხოვა აღნიშნული სხდომები ყოფილიყო საჯარო“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები