ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციაშია“ - სპალეტი და დი ლორენცო ხვიჩაზე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,ნაპოლი'' ,,ლივერპულს'' უმასპინძლებს. მატჩამდე ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტთა ერთ-ერთი კითხვა კვარაცხელიას ეხებოდა, თუ რატომ ცვლის ყოველ მატჩში თამაშის დასრულებამდე დაახლოებით 25 წუთი ადრე.

,,კვარაცხელია შესანიშნავ კონდიციაშია, მაგრამ ,,ნაპოლის'' სხვა ფეხბურთელებიც ჰყავს, მათაც ვაფასებ, მათაც ეძლევათ სათამაშო დრო. ხვიჩათი კმაყოფილები ვართ, როგორც საფეხბურთო უნარების, ასევე, განსაკუთრებით, პიროვნული თვისებების კუთხით''.

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გუნდის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომაც ისაუბრა:

,,როცა ,,ნაპოლისთან'' კონტრაქტი გააფორმა, მესიჯი გავუგზავნე და ვუთხარი, რომ გუნდში ველოდით. მან კარგად დაიწყო. იმედი მაქვს, ხვალაც გამოავლენს საუკეთესო თვისებებს''.

სერია ა-ში სადებიუტო სეზონი ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ დაიწყო, საწყის ხუთ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა. მე-5 ტურში მისი შესანიშნავი გოლით ,,ნაპოლიმ'' ,,სტადიო ოლიმპიკოზე'' ,,ლაციო'' დაამარცხა.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,ნაპოლი'' ,,დიეგო მარადონაზე'' ,,ლივერპულს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 7 სექტემბერს, 23:00 საათზე დაიწყება. A ჯგუფში ასევე ასპარეზობენ ,,აიაქსი'' და ,,რეინჯერსი''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლო წლებში, სერია ა-ში ასე ბრწყინვალედ არავის დაუწყია“ - სიომინი ხვიჩაზე
„ბოლო წლებში, სერია ა-ში ასე ბრწყინვალედ არავის დაუწყია“ - სიომინი ხვიჩაზე