ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„ბოლო წლებში, სერია ა-ში ასე ბრწყინვალედ არავის დაუწყია“ - სიომინი ხვიჩაზე

ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა იური სიომინმა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასთან მოსკოვის „ლოკომოტივში“ მუშაობდა, Match TV-სთან ,,ნაპოლის'' ქართველი გარემარბის შესახებ ისაუბრა.

„მისი თამაშის ყურებით სიამოვნებას ვიღებ, მათ შორისაა რომის ,,ლაციოსთან'' მატჩი. ახლა ის ინდივიდუალურად ძალიან ძლიერად თამაშობს. კარგი მომენტია: გუნდურ მუშაობაში დიდ ძალისხმევას დებს, დაცვით ფუნქციებს ასრულებს და სათამაშო დისციპლინას იცავს. ჩემი აზრით, ბოლო წლებში ასე ბრწყინვალედ სერია ა-ში არავის დაუწყია - არც ერთ ახალგაზრდა დებიუტანტს.

არ ვფიქრობ, რომ სეზონის ბოლოს სერია ა-ს ბომბარდირი გახდება, რადგან ისეთ პოზიციაზე არ თამაშობს, სადაც ბევრი გოლის გატანაა შესაძლებელი. მან დაცვითი ფუნქციების შესრულებაზეც დიდი სამუშაო უნდა გასწიოს.

„ლაციოსთან“ შეხვედრაში კიდევ ორი გოლის გატანა და თამაშის ჰეთ-თრიკით დასრულება შეეძლო“.

2018-19 წლების სეზონის მეორე ნახევარში იური სიომინის ფორმაციის „ლოკომოტივში“ ხვიჩა კვარაცხელიამ 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, სერია ა-ში სადებიუტო სეზონი ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ დაიწყო, საწყის ხუთ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, 1 საგოლე პასი შეასრულა. მე-5 ტურში მისი შესანიშნავი გოლით ,,ნაპოლიმ'' ,,სტადიო ოლიმპიკოზე'' ,,ლაციო'' დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაპელო: ,,ჩემი ქართველი მეგობარი მართალი იყო, ხვიჩა ძალიან ძლიერია“
კაპელო: ,,ჩემი ქართველი მეგობარი მართალი იყო, ხვიჩა ძალიან ძლიერია“