მარკოს ალონსო, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ექტორ ბელერინი
Aa
Aa

ფაბრიციო რომანო ადასტურებს - ობამეიანგი ჩელსიში, ალონსო და ბელერინი ბარსელონაში

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს რამდენიმე მოსალოდნელი გარიგება იქნა მიღწეული. როგორც ყველა ელოდა, „ჩელსი“ და „ბარსელონა“ შეთანხმდნენ, რის შედეგადაც პიერ-ემერიკ ობამეიანგი კარიერას ლონდონურ კლუბში გააგრძელებს, მარკოს ალონსო კი „კამპ ნოუზე“.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ჩელსი“ „ბარსას“ 14 მილიონ ევროს გადაუხდის და მარკოს ალონსოს უსასყიდლოდ დაუთმობს.

გაბონელი ფორვარდი „არისტოკრატებთან“ 2+1 სისტემით კონტრაქტს მოაწერს ხელს. მარკოს ალონსო კი „ბარსასთან“ პირდაპირ 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

„ბარსელონამ“ დაცვის დაკომპლექტება სრულად დაასრულა და მარჯვენა ფლანგსაც მიხედა. ფაბრიციო რომანო წერს, რომ ჰექტორ ბელერინმა „ბლაუგრანასთან“ ყველა დეტალი შეათანხმა და კლუბში უსასყიდლოდ გადავა.

„არსენალმა“ 27 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. „ბარსასთან“ კი 1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

ბელერინი „ბარსელონაში“ ხელფასის შემცირებასაც დათანხმდა და მისი წლიური ანაზღაურება 3.5 მილიონი ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს ბოლო შანსი - იჯარით ნაპოლიში?
რონალდუს ბოლო შანსი - იჯარით ნაპოლიში?