,,მთელი თამაში შეურაცხყოფას მაყენებდნენ “ - სპალეტი ფიორეს ქომაგებს დაუპირისპირდა
სერია ა-ს მესამე ტურში ,,არტემიო ფრანკიზე'' ,,ფიორენტინასა'' და ,,ნაპოლის'' შეხვედრა 0:0 დასრულდა. ნეაპოლელთა სასტარტოში ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა, რომელმაც მეორე ტაიმში ირვინგ ლოსანოს მისამართით შესანიშნავი გადაცემა შეასრულა, თუმცა მექსიკელმა ახლო მანძილიან თავით არაზუსტად დაარტყა. მატჩის შემდეგ ლუჩიანო სპალეტიმ ლოსანო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მოთამაშე ვალდებული იყო მომენტი გამოეყენებინა.
მატჩის დასრულების შემდეგ ლუჩიანო სპალეტი და ,,ფიორენტინას'' ქომაგები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
#Spalletti e lo schiaffo tirato dal tifoso della #Fiorentina. Le immagini riprese direttamente dal campo da una visuale inedita! #NapoliFiorentina pic.twitter.com/0RU6MzhXqR
— Marco Lombardi (@marcolombardi24) August 28, 2022
ამ ფაქტთან დაკავშირებით სპალეტიმ პრესკონფერენციაზე შემდეგი რამ თქვა:
,,რა მოხდა თამაშის ბოლოს? თამაშის დაწყებიდან ბოლომდე შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ჩვენს შორის ბავშვები იყვნენ, ისინი კი ძალიან უზრდელად იქცეოდნენ. მთელი თამაშის განმავლობაში ამბობდნენ: ,,შენი დედა, შენი დედა''. დედა 90 წლისაა და სახლშია. სიუხეშეში პროფესიონალები არიან''.
Tifoso #Fiorentina tira schiaffo a #Spalletti dopo #FiorentinaNapoli. Sono senza parole pic.twitter.com/cgOJ2CL3to
— Marco Lombardi (@marcolombardi24) August 28, 2022
,,ფიორენტინასა'' და ,,ნაპოლის'' შეხვედრა 0:0 დასრულდა. მე-4 ტურში ,,ნაპოლი'' ,,ლეჩეს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 31 აგვისტოს გაიმართება. 3 ტურის შემდეგ ,,ნაპოლი'' დაუმარცხებელია. სერი ა-ს ,,ნაპოლი'', ,,''მილანი'', ,,ტორინო'', ,,ატალანტა'', ,,ლაციო'' და ,,რომა'' 7-7 ქულით ლიდერობენ.
სერია ა-ს საწყის სამ ტურში კვარაცხელიამ 3 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა.