გურამ კაშია, სლოვანი, ლუკა გადრანი
Aa
Aa

ჩ.ლიგის კვალიფიკაცია - კაშიას სლოვანი გადრანის ქაირატთან დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბრატისლავის სლოვანი სტუმრად ქაირატს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.

როგორც ყოველთვის, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გურამ კაშია, რომელმაც უცვლელად ითამაშა. სამწუხაროდ, დღეს მოედანზე ლუკა გადრანი ვერ ვიხილეთ.

აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები დომინირებდნენ და საქართველოს ნაკრების კაპიტანს საკმაოდ ბევრი საქმე ჰქონდა.

მატჩის 65-ე წუთზე სლოვანს იბრაჰიმი გაუძევეს, რის შემდეგაც ქაირატის უპირატესობა გაიზარდა. ამ ყველაფერმა შედეგი შეხვედრის 90-ე წუთზე გამოიღო, როდესაც სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა.

თერთმეტმეტრიანი გოლად ყაზახმა დასტან სატპაევმა აქცია. ზუსტად 2 წუთში კი სლოვანის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი გააძევეს. განმეორებით მატჩს ბრატისლაველები დანაკლისით ხვდებიან. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 12 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 22:15-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“აქ ყოფნით და ახალი გუნდით ბედნიერი ვარ“ - გოგლიჩიძის პირველი კომენტარი
“აქ ყოფნით და ახალი გუნდით ბედნიერი ვარ“ - გოგლიჩიძის პირველი კომენტარი