ხელფასის ავტომატური შემცირება - ახალი წესი სერია A-ში
დიდი ხანია იტალიურ ფეხბურთში ფინანსური პრობლემებია და სხვადასხვა გუნდები ფინანსური დანაკარგების შემცირებას ცდილობენ. განსაკუთრებით ეს სატელევიზიო უფლებებისგან მიღებულ შემოსავლებს ეხება.
სულ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერია ა-ში მომავალი სეზონიდან ახალი წესი იარსებებს.
იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ დაამტკიცა წესი, რომლის მიხედვითაც სერია ა-დან გავარდნილი გუნდების ფეხბურთელების ხელფასები ავტომატურად 25%-ით შემცირდება.
ეს ცვლილება ხელს შეუწყობს თითოეულ გუნდს, რომ ფინანსები დაზოგონ. ხელშეკრულების 5.2 მუხლის მე-7 პუნქტში წერია:
„ნებისმიერი გუნდის სერია ბ-ში გავარდნის შემთხვევაში, ფიქსირებული ანაზღაურება ავტომატურად 25%-ით მცირდება. ამ პუნქტში მითითებული შემცირება ძალაში შედის გავარდნის სეზონის მომდევნო სეზონიდან და ძალაში რჩება შემდეგი სეზონებისთვის. თუ გუნდი სერია ა-ში კვლავ დაწინაურდება, ხელფასი საწყის დონეს დაუბრუნდება.“
ACCORDO COLLETTIVO AIC - LEGA SERIE A
— AIC (@assocalciatori) August 5, 2025
Siglato con durata quinquennale
???? https://t.co/MZchOLoDex pic.twitter.com/VFU7LQ5Aqs