უარი 5 კლუბს - მანჩესტერ იუნაიტედს მაგუაიერის გაშვება არ სურს
ჰარი მაგუაიერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ რჩება. როგორც Daily Mail-ი წერს, „წითელმა ეშმაკებმა“ ხუთი კლუბის მიერ გაკეთებულ შეთავაზებაზე თქვეს უარი.
გამოცემის ცნობით, 32 წლის მცველის ყიდვით პრემიერ ლიგის 3 გუნდი იყო დაინტერესებული. მისით დაინტერესებული იყო ასევე 2 იტალიური კლუბი.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მაგუაიერთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა - მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ ჰარი „წითელ ეშმაკებში“ 2019 წლიდან თამაშობს. მანამდე ის „ლესტერის“ ღირსებას იცავდა.
გასულ სეზონში ინგლისელმა ფეხბურთელმა 30 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.