მიხაილო მუდრიკი
Aa
Aa

დოპინგ-სკანდალში გახვეული მუდრიკი ჩელსის ახალი სეზონის განაცხადშია

ლონდონის „ჩელსიმ“ 2025/26 წლების სეზონის განაცხადში მიხაილო მუდრიკი შეიყვანა, რომელიც დოპინგის მიღების გამო, დისკვალიფიცირებული იყო.

უკრაინელმა ვინგერმა „არისტოკრატების“ შემადგენლობაში ბოლოს, გასული წლის 28 ნოემბერს ითამაშა, დეკემბრის დასაწყისში კი ცნობილი გახდა, რომ მისმა დოპინგ ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

თავად 24 წლის ფეხბურთელის მტკიცებით, მას წესები განზრახ არ დაურღვევია. არსებული ინფორმაციით, მუდრიკს ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას, ძროხის ღეროვანი უჯრედების ინიექცია გაუკეთეს, რომლებიც შესაძლოა აკრძალულ ნივთიერებას, მელდონიუმს შეიცავდა.

შეგახსენებთ, რომ მიხაილო „ჩელსის“ 2023 წლის იანვარში შეუერთდა. მას შემდეგ მან 73 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 11 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარესკა: გვჯერა, რომ მუდრიკი უდანაშაულოა
მარესკა: გვჯერა, რომ მუდრიკი უდანაშაულოა