მიხაილო მუდრიკი
Aa
Aa

მუდრიკს დოპინგის მიღების გამო 4-წლიანი მოკვეთა ემუქრება - FA-ს ბრალდება

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ უკრაინის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ შემტევს მიხაილო მუდრიკს დოპინგის მოხმარებაში ბრალი დასდო და მას 4 წლით ფეხბურთიდან მოკვეთა ემუქრება.

The Telegraph-ის ცნობით, ნოემბერში ეროვნულ გუნდში თამაშის შემდეგ მუდრიკის ტესტებმა მელდონიუმზე დადებითი შედეგი აჩვენა. მას შემდეგ ფეხბურთელს აღარ უთამაშია.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მიხაილო მუდრიკს ბრალი წაუყენეს ანტიდოპინგური წესების დარღვევაში, მათ შორის აკრძალული ნივთიერების ფლობაში ან გამოყენებაში, FA მოქმედებს ანტიდოპინგური რეგულაციების მე-3 და მე-4 დებულებების შესაბამისად.

იმის გამო, რომ საქმის ძიება მიმდინარეობს, ამ დროისთვის დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია“,

- განაცხადა ფეხბურთის ასოციაციის (FA) წარმომადგენელმა.

FA-ს წესების მიხედვით, მუდრიკს შეიძლება 4 წლამდე ფეხბურთიდან მოკვეთა მიუსაჯონ.

თავად „ჩელსის“ ფეხბურთელი ამბობს, რომ უკრაინის ნაკრებში ყოფნისას ძროხის ღეროვანი უჯრედების ინიექცია გაუკეთეს, რომლებიც მისივე თქმით, შეიძლება აკრძალულ ნივთიერებას მელდონიუმს შეიცავდა. მუდრიკი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

აქვე გეტყვით, რომ FA-ს ბრალდების მიხედვით, სწორედ იმ მონაკვეთში მუდრიკმა ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და ჩვენს კარგში გოლი მისი გარღვევის შედეგად გავიდა.

საქართველომ და უკრაინამ ერთა ლიგაზე ორივე მატჩი ოქტომბერი-ნოემბრის თვეში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიეჟის სტანდარდი მექვაბიშვილის შეძენას გეგმავს
ლიეჟის სტანდარდი მექვაბიშვილის შეძენას გეგმავს