ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კრიტიკაც და შექებაც - Kicker და Canale 21 ხვიჩას თამაშზე

სერია ა-ს მესამე ტურში ,,არტემიო ფრანკიზე'' ,,ფიორენტინასა'' და ,,ნაპოლის'' შეხვედრა 0:0 დასრულდა. ნეაპოლელთა სასტარტოში ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა, რომელმაც მეორე ტაიმში ირვინგ ლოსანოს მისამართით შესანიშნავი გადაცემა შეასრულა, თუმცა მექსიკელმა ახლო მანძილიან თავით არაზუსტად დაარტყა. მატჩის შემდეგ ლუჩიანო სპალეტიმ ლოსანო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მოთამაშე ვალდებული იყო მომენტი გამოეყენებინა.

გერმანული Kicker-ი აღნიშნულ მომენტსა და ზოგადად თამაშზე შემდეგს წერს:

,,51-ე წუთზე კვარაცხელიამ ლოსანო იპოვნა და ბურთი შესანიშნავად ჩააწოდა, გადაცემის ადრესატი ლოსანო სრულიად თავისუფალ სივრცეში იმყოფებოდა, ეს გოლის გატანის რეალური შანსი იყო. ლოსანომ უსუსურად დაარტყა.

ჩანდა, რომ გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ სათამაშოდ კარგად მოემზადნენ, რაც განსაკუთრებით დაცვით ხაზზე ითქმის, მცველებმა ყოველთვის კარგად იცოდნენ ფორვარდების მოქმედებების შესახებ''.

Canale 21-ის წამყვანმა უმბერტო კიარელომ ხვიჩას თამაში გააკრიტიკა:

,,კვარაცხელიამ ითამაშა ცუდად, ლოსანომ - ძალიან ცუდად. მექსიკელი გამარჯვების წინააღმდეგი იყო''.

სერია ა-ს საწყის სამ ტურში კვარაცხელიამ 3 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა. მე-4 ტურში ,,ნაპოლი'' ,,ლეჩეს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 31 აგვისტოს გაიმართება. 3 ტურის შემდეგ ,,ნაპოლი'' დაუმარცხებელია. სერი ა-ს ,,ნაპოლი'', ,,''მილანი'', ,,ტორინო'', ,,ატალანტა'', ,,ლაციო'' და ,,რომა'' 7-7 ქულით ლიდერობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი კვარაცხელიაზე: მხრებზე საქართველოს მესიჯი აქვს, ცოტა უნდა მოდუნდეს
სპალეტი კვარაცხელიაზე: მხრებზე საქართველოს მესიჯი აქვს, ცოტა უნდა მოდუნდეს