ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

,,იუვესთვის შეუძლებელი არაფერია“ - კარლო ნესტიმ ხვიჩაზე ისაუბრა

ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე სათამაშო ფორმიდან გამომდინარე იტალიაში მასზე საუბარი აქტიურად გრძელდება. ამჯერად, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო ნესტიმ ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლებელია ზამთარში კვარაცხელია ,,იუვეში'' აღმოჩნდეს.

,,ფაქტები ამბობენ, რომ ეს შეუძლებელი არაა. დუშან ვლაჰოვიჩის მაგალითიც საკმარისია, ,,იუვეში'' ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა. ასე რომ, არ შემიძლია იმის თქმა, რომ ზამთარში ხვიჩას ტურინულ კლუბში გადასვლა შეუძლებელია, ,,ბიანკონერისთვის'' ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ახლა ქართველი ''ნაპოლიში'', ,,დიეგო მარადონაზე'' თავს კარგად გრძნობს და შესანიშნავად თამაშობს''.

,,ნაპოლის'' ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს საწყის ორ ტურში 3 გოლი გაიტანა, რაც ნეაპოლური კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ქართველი ფეხბურთელის მიმართ დიდი ინტერესია, მისი თამაშით არაერთი ცნობილი პიროვნება აღფრთოვანდა, მათ შორის არიან ანტონიო კასანო და მასიმო მორატი.

სერია ა-ს მესამე ტურში ,,ნაპოლი'' ,,ფიორენტინას'' ესტუმრება. შეხვედრა 28 აგვისტოს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,დიდებული დინამიზმი და შთამბეჭდავი სისწრაფე“- იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება
,,დიდებული დინამიზმი და შთამბეჭდავი სისწრაფე“- იტალიაში ხვიჩაზე საუბარი არ წყდება