ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვინჩენცო იტალიანო
Aa
Aa

,,ბიჭს ჩემპიონის თვისებები აქვს“ - ფიორეს მწვრთნელმა ხვიჩაზე ისაუბრა

,,ფიორენტინას'' მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო იტალიანომ ''ნაპოლისთან'' შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

,,ბიჭს ნამდვილად ჩემპიონის თვისებები აქვს. მან გოლები გაიტანა თავით, მარცხენა და მარჯვენა ფეხით. ბრწყინვალე ფეხბურთელია, ,,ნაპოლის'' ვულოცავ მის დამატებას, რადგან აჩვენებს, რომ გუნდის დიდი მნიშვნელობის ნაწილია. ის, ოსიმენი, ლოზანო, ზელინსკი, ანგისა ძლიერი მოთამაშეები არიან, თუმცა ''ნაპოლის'' სხვა ფეხბურთელებზეც იგივეს ვიტყვი. როცა ლოსანოსა და კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშობ, უნდა იცოდე, რომ ისინი სწრაფი მოთამაშეები არიან''.

,,ნაპოლის'' ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს საწყის ორ ტურში 3 გოლი გაიტანა, რაც ნეაპოლური კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ქართველი ფეხბურთელის მიმართ დიდი ინტერესია, მისი თამაშით არაერთი ცნობილი პიროვნება აღფრთოვანდა, მათ შორის არიან ანტონიო კასანო და მასიმო მორატი.

შეგახსენებთ, სერია ა-ს მესამე ტურში ,,ნაპოლი'' ,,ფიორენტინას'' ესტუმრება. შეხვედრა 28 აგვისტოს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიანო: ,,ხვიჩას თვისებების გამო, ოსიმენი სიმარტოვეს ნაკლებად გრძნობს“
ბაიანო: ,,ხვიჩას თვისებების გამო, ოსიმენი სიმარტოვეს ნაკლებად გრძნობს“