ჩემპიონთა ლიგა
Aa
Aa

კვარა შინ ლივერპულით იწყებს - ლიგის კალენდარი ცნობილია

2022-23 წლების ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგებმა საინტერესო ჯგუფები მოგვცა. ამჯერად კი გათამაშების კალენდარი გახდა ცნობილი.

პირველი ტურის შეხვედრები 6-7 სექტემბერს გაიმართება. მეორე ტური კი ერთი კვირაში 13-14 სექტემბერს გაიმართება.

7 სექტემბერს, 23:00 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ პირველივე ტურში საკუთარ კედლებში „ლივერპულს“ უმასპინძლებს. მეორე ტურში კი სპალეტის გუნდი გლაზგოში „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება.

დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი" პირველ ტურში „დორტმუნდს" ესტუმრება. მატჩი 6 სექტემბერს გაიმართება.

რაც შეეხება C „სიკვდილის ჯგუფს“, პირველ ტურში 7 სექტემბერს „ინტერი“ „ბაიერნს“ უმასპინძლებს, „ბარსელონა“ კი „პლზენს“.

„ბაიერნი“ – „ბარსელონას“ დაპირისპირებას მიუნხენში 13 სექტემბერს ვიხილავთ.

ასევე საინტერესო დაპირისპირება გველის 6 სექტემბერს H ჯგუფში, სადაც პსჟ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

სრული კალენდარი იხილეთ ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერის ყოფილი მფლობელი: „ხვიჩა ფენომენია, ამას არავინ ელოდებოდა“
ინტერის ყოფილი მფლობელი: „ხვიჩა ფენომენია, ამას არავინ ელოდებოდა“