ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ანალიზი | Lorenzo Who? როგორ ცვლის ხვიჩა ნაპოლის თამაშს

ვებ გვერდმა The analyst-მა სერია A-ს საწყისი 2 ტურის შემდეგ, ლუჩანო სპალეტის "ნაპოლის" თამაშის ანალიზი შემოგვთავაზა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას მოქმედებები დეტალურად არის ახსნილი. ასევე გავლებულია პარალელი ლორენცო ინსინიესა და ქართველ შემტევს შორის.

"როგორ აპირებს გუნდი, შეცვალოს კლუბის ლეგენდა? ყოველთვის არის ცდუნება, რომ სატრანსფერო ბაზარზე გახვიდე და ხმაურიანი სვლა განახორციელო და აჩვენო, რომ ყველაფერი არ შეიცვლება, თუმცა ეს საუკეთესო მიდგომა არ არის.

მაშინაც კი, თუ შესაძლებელია იდენტური შემცვლელი იპოვო, რატომ უნდა მოიქცე ასე? მათ ქომაგები ყოფილ ფეხბურთელებს ადარებენ და მსგავსი რაღაცები ხდება. ეს ახალწვეულისთვის საუკეთესო გარემოს არ ქმნის, ისინი თავიდანვე დიდი წნეხის ქვეშ ექცევიან.

არ არსებობს გუნდის აღდგენის სწორი ან არასწორი გზები, რადგან, საბოლოო ჯამში, ეს დამოკიდებულია გეგმის შესრულებაზე. ამის გათვალისწინებით, თქვენ აღფრთოვანებული უნდა იყოთ იმით, რაც ამ ზაფხულს ნაპოლიმ გააკეთა, როცა მათ ალბათ ყველაზე დიდი სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდათ კლუბის ისტორიაში.

ნეაპოლელებმა დაკარგეს კაპიტანი და თილისმა ლორენცო ინსინიე, რომელიც ტორონტოში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ხოლო ყველა დროის ბომბარდირი დრის მერტენსი გალათასარაის შეუერთდა. დაცვის ლიდერი კალიდუ კულიბალი კი ჩელსიში წავიდა.

თვალის დახამხამებაში სპალეტიმ 3 საკვანძო მოთამაშე დაკარგა. ფეხბურთელები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ გასულ სეზონში გუნდის მიერ გატანილი გოლების 34%-ზე.

ნაპოლიმ სატრანსფერო ბაზარზე მოქმედება დაიწყო, მაგრამ მათ ძვირადღირებულების ნაცვლად გამჭრიახები აირჩიეს.

კლუბმა კულიბალის ნაცვლად კიმ მინ-ჯე გაიფორმა. ხეტაფედან მატიას ოლივეირა შეიძინეს. ზამბო ანგისა კი კლუბის სრულფასოვანი წევრი გახდა. ჯაკომო რასპადორი და ჯოვანი სიმეონე გუნდში იჯარის წესით იმყოფებიან და შეტევაში სპალეტის არჩევანს აძლევენ. გასულ სეზონში მათ ერთად სერია A-ში 27 გოლი გაიტანეს.

ასევე არის ტოტენჰემიდან იჯარით მყოფი ტანგი ნდომბელე, მაგრამ ყველაზე დიდი ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერმა მიიპყრო.

ინსინიეს შემცვლელად ის აირჩიეს.

არსებობდა შიში, რომ გასული სეზონის მესამე ადგილის გამეორება შეიძლება გართულებულიყო. საუბარიც კი იყო, რომ შესაძლოა გარდამავალი სეზონი ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ახალ სეზონში საწყისი ორი მატჩის შემდეგ, ნაპოლი სერია A-ს ლიდერობს, რომელმაც ქულათა მაქსიმუმი აიღო და 9 გოლიც გაიტანა. მართალია მეტოქეები ყველაზე ძლიერები არ ყოფილან, მაგრამ არც ისე მარტივი შეხვედრები იყო, კვარაცხელია კი თამაშის შემცვლელი ფაქტორი იყო.

ფეხმარდმა მფრინავმა კვარაცხელიამ ცხრიდან სამი გოლი გაიტანა და ამჟამად სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია. „ქართველმა ლიონელ მესიმ“ ყაზანის რუბინთან კონტრაქტის შეჩერების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატში ბათუმის დინამოსთან გააფორმა კონტრაქტი და 4 თვეში ეროვნულ ლიგაში 11 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოასწრო, სანამ ნაპოლისთან გააფორმებდა კონტრაქტს.

ეს იყო გაბედული ნაბიჯი, მაგრამ ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს სწორი სვლა იყო.

როგორ შეიძლება ის ინსინიეს შეადარო, როცა ისინი ერთმანეთს არაფრით ჰგვანან. ზაფხულში პარტენოპეიმ თავისი სათამაშო სისტემა შეცვალა, რომლის შედეგებსაც ჩვენ უკვე ვხედავთ.

ნაპოლის 77-ე ნომერი სპალეტის ახალი სტილის დინამიური მხარეა.

სერია A-ს ნაადრევი ლიდერების შემადგენლობაში ბევრი სწრაფი და ბურთის კონტროლს მიჩვეული ფეხბურთელით არის დაკომპლექტებული. ისნი მომზადებულნი არიან, რომ მეტოქეებს ბლიცკრიგი მოუწყონ.

ინსინიე ხშირად უკან იხევდა და სიღრმიდან თამაშობდა, ტემპს აგდებდა, ცენტრისკენაც იწევდა, მას ბურთთის კონტროლში მონაწილეობის მიღება სურდა. კვარაცხელია კი სრულიად საპირისპიროა.

მარცხენა გარემარბი 90 წუთში საშუალოდ 33 პასს აკეთებს და ცდილობს ინსიენიეზე ორჯერ მეტი დრიბლინგი გააკეთოს. მას საშუალოდ შეხვედრაში 7.8 დრიბლინგი აქვს, როცა ლორენცოს 3.1 ჰქონდა. სერია A-ს საწყის ორ ტურში კვარაცხელიაზე მეტი დრიბლინგის მცდელობა მხოლოდ ტორინოელ ნემანია რადონიჩს (9.9) და ფიორენტინელ ჯონათან იკონეს (8.3) ჰქონდათ.

ხვიჩას ტრანსფერმა ნაპოლის შეტევაში დინამიკა შეცვალა. როდესაც ამდენი გუნდი ირჩევს ბურთის ფლობას და დომინირებას, იშვიათია, რომ ფეხბურთელები ბურთისგან გარბიან. კვარაცხელია სწორედ ამას აკეთებს და ამიტომაც იყო ასეთი ეფექტური.

ზემოთ ფოტოზე რაც ჩანს, სავარაუდოდ იმ სიტუაციაში ინსინიე არსებულ სივრცეში ჩავარდებოდა. ის ბურთს მიიღებდა და მარტივი პასის გაკეთებას გადაწყვეტდა. ბურთიანად მოტრიალდებოდა და შემდეგ ოსიმენზე გადაცემას გააკეთებდა.

კვარაცხელია კი საპირისპიროდ მოქმედებს.

21 წლის ფეხბურთელი ხსენებულ სივრცეს შორდება, შედის მარჯვენა მცველსა და ცენტრალურ მცველს შორის.

იდეალურ სიტუაციაში პასი უნდა გაკეთებულიყო მცველებს ზურგს უკან და არა პირდაპირ, მაგრამ უკეთეს შემთხვევაში, კვარაცხელია იზოლირებულია მცველისგან და მას რჩება სივრცე, რათა შეტევა განავითაროს.

და ისევ, ქართველი ხედავს, რომ მისმა გუნდმა ბურთი ფართო ზონაში მოიპოვა. იმის ნაცვლად, რომ მან პოზიცია დაიკავოს და ბურთი უბრალო პასის მისაღებად მოიპოვოს, იგი მაშინვე წინ გაქცევას ცდილობს.

მისი ინტელექტუალური მოქმედება, ისევ მოძრაობს და იკავებს სივრცეს ორ მცველს შორის. მარჯვენა ცენტრალური მცველი გადადის, რათა მარჯვენა მცველს დაეხმაროს, რაც სივრცეს ქმნის ცენტრალურ მცველთა შორის, მას კი ოსიმენი ამჩნევს და მაშინვე იწყებს ამ მიმართულებით მოძრაობას (ნაჩვენები არის ისრით).

პასი არ გაკეთდა, მაგრამ სიტუაცია იქმნება გარემარბის აგრესიული მოქმედების შედეგად.

კვარაცხელიას ბურთის ფლობის დროსაც იგივე ჩანაფიქრი აქვს.

ხვიჩას მოძრაობა ბურთით რუკაზე (ბურთთან ერთად გარბენები, ხუთი ან მეტი მეტრის მანძილზე) მას ახასიათებს, როგორც ფეხბურთელს - პირდაპირსა და აგრესიულს.

თუ, მას არ შეუძლია საჯარიმოში ბურთის შეტანა, იგი ცდილობს მეტოქის დაცვის ხაზი გაწელოს, როცა მარცხენა ფლანგზე ღრმად იწევს. ეს ყველაფერი კარგად ჩანს ქვემოთ მისი და ინსინიეს (გასული სეზონი) შედარებისას ღია თამაშში ბურთზე შეხების დროს.

შესაძლოა ეს კლიშეა, მაგრამ მცველებს არ უყვართ და არ უნდათ მოედნის ამ ნაწილში ჩათრეულნი იყვნენ.

სწორედ ამის წყალობით ნაპოლი მოედნის ბოლო მესამედზე ერთი-ერთზე თამაშისას მომენტების შექმნას ახერხებს. ბევრი გოლი სწორედ ასეთი მომენტების შედეგად გავიდა. მსგავსი მომენტები არ იქმნება, როცა ფლანგის ფორვარდები ბურთისკენ მიდიან და თამაშში სიმჭიდროვე შეაქვთ (მაგალითად როგორც ინსინიე).

კიდევ ერთი მომენტი, რომელიც აღსანიშნავია არის ის, რომ თუ რამდენად იყო ინსინიე და მისი სტატისტიკა დამოკიდებული პენალტებზე და საჯარიმოებზე, თავის ბოლო ნეაპოლურ სეზონში. შარშან მან 11 გოლი გაიტანა და აქედან 9 (82%) პენალტიდან.

ჯამში 2021/22 წლების სეზონში ინსინიემ 81 არასაჯარიმო დარტყმა შეასრულა და ამ მცდელობებიდან მან მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. როგორც რუკაზე ჩანს (ზემოთ), დარტყმების მცდელობების მაღალი პროცენტი შესრულებულია ნაკლებად ღირებული პოზიციებიდან და ეს საშუალოდ ღია თამაშში ერთ დარტყმაზე მოდიოდა - 0.07xG კოეფიციენტი.

კვარაცხელია მეტოქის კარისთვის გაცილებით მეტ საფრთხეს წარმოადგენს.

ჯერჯეორბით მისი შვიდი დარტყმიდან დასკვნების გამოტანა შეუძლებელია, მაგრამ კვარაცხელიას რუკა გაცილებით საინტერესოდ გამოიყურება. მის მიერ გატანილი ორი გოლი კი საჯარიმოში ხელსაყრელი პოზიციებიდან გავიდა. შორეული დარტყმები კი ზედმეტად თავდაჯერებულთა კატეგორიას არ მიეკუთვნება.

თუ, კვარაცხელია მომავალში მსგავსად განაგრძობს მოსალოდნელი გოლების გატანას, ასეთი კოეიფიციენტით (0.38xG 90 წუთში), ის ბომბარდირთა შორის იქნება და რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ის დიდ გავლენას მოახდენს ანგარიშზე, თავისი ღია თამაშზე მოქმედებით და არა პენალტებით, როგორც ეს ინსინიეს შემთხვევაში ხდებოდა. რა თქმა უნდა, პენალტების გატანა მარტივი არ არის, თუმცა ღია თამაშში წვლილის შეტანა გაცილებით მნიშვნელოვანი რამ გახლავთ.

ამ ყველაფერს რეგულარული ხასიათი უნდა მიეცეს. ოსტატობა სწორედ ეს არის. ეს კი საფეხბურთო მოედანზე სიმყარეს ქმნის. სწორედ ამიტომ აქვთ მსოფლიოში წამყვან მოთამაშეებს დაუჯერებელი სტატისტიკა. როგორც ჩანს, კვარაცხელია ამ გზას ადგას.

კლუბის ლეგენდის ჩანაცვლების საუკეთესო გზა არის გულშემატკივრებისთვის ახალი ფეხბურთელის მიცემა, რომლისაც ისინი ირწმუნებენ. ნაპოლი კვარაცხელიასთან ერთად სწორედ ასე მოიქცა. ისინი იმედოვნებენ, რომ ქართველი ფეხბურთელი მათ სერია A-ს ტახტზე დასაბრუნებლად დაეხმარება, რისთვისაც მათ (დიეგო მარადონასთან ერთად) 1989-90 წლების სეზონის შემდეგ არ მიუღწევიათ. ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ 2022-23 წლების სეზონზე ნაპოლი ინსინიეს ჩრდილიდან გამოვიდეს". - წერს The analyst-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიანო: ,,ხვიჩას თვისებების გამო, ოსიმენი სიმარტოვეს ნაკლებად გრძნობს“
ბაიანო: ,,ხვიჩას თვისებების გამო, ოსიმენი სიმარტოვეს ნაკლებად გრძნობს“