ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის ვიდეო ხვიჩაზე - „ძალიან საინტერესო ფეხბურთელია“

ხულიო მალდონადო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ესპანელი ჟურნალისტია. იგი Movistar+-ის კომენტატორია და ისეთი ავტორიტეტული გამოცემებისთვის მუშაობს, როგორიც Marca და Cope არიან. მალდონადოს Youtube არხი Mundo Maldini-ც აქვს და დაახლოებით 853 000 გამომწერი ჰყავს. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ მან ერთ-ერთი ბოლო ვიდეო „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა და მისი ანალიზი შემოგვთავაზა.

„დღეს, მინდა, ხვიჩა კვარაცხელიაზე გესაუბროთ. იგი ქართველი ფეხბურთელია და მისი გვარის წარმოთქმა მარტივი არაა. კვარაცხელია ნაპოლის რიგებში ბრწყინავს და თუ გახსოვთ, ესპანეთის ნაკრებს სწორედ მან გაუტანა, შვედეთთან კი დუბლი შეასრულა და ფურია როხას მუნდიალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

იგი 21 წლის  უნიჭიერესი და ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, რომელიც ნეაპოლში სენსაციას ახდენს. კვარაცხელია ძირითადად მარცხენა ფლანგზე ასპარეზობს, თუმცა ორივე ფეხით თამაში შეუძლია და ეს მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. მარცხენა ფლანგი მისი საუკეთესო პოზიციაა და ნაპოლიში სწორედ ამ ადგილას აფეთქდა. პარტენოპეიმ შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვარ საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩების შემდეგ, რომელიმე ევროპულმა კლუბმა რომ ვერ შეამჩნია და არ გაიფორმა, რადგან მან სენსაცია მოახდინა. რეალობა ისაა, რომ კვარაცხელია ჩინებულად თამაშობს და სეზონის დაწყებამდე, რთული იყო იმის ვარაუდი, რომ ასეთ დონეზე იასპარეზებდა“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ორი ტურის შემდეგ, „კვარას“ ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. „ნაპოლის“ ისტორიაში, დებიუტანტ ფეხბურთელებს ასეთი სტარტი არასდროს ჰქონიათ და ხვიჩა წარმატებული სვლის გაგრძელებას ფლორენციაში შეეცდება, სადაც მისი გუნდი „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხოჭოლავასა და მისი თანაგუნდელების ღირსეული ჟესტი - გასახდელი დაასუფთავეს
ხოჭოლავასა და მისი თანაგუნდელების ღირსეული ჟესტი - გასახდელი დაასუფთავეს