ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„განსხვავების შექმნა შეუძლია“ - იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დანიელე ადანიმ, რომელსაც „ბრეშაში“, „ფიორენტინაში“, „ინტერსა“ და „ემპოლიში“ უთამაშია, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ადანის სიტყვები Calcionapoli-მ გაავრცელა და იტალიელმა „კვარა“ დადებითად დაახასიათა.

„ტექნიკური მახასიათებლების მხრივ, მან უკვე მიგვანიშნა, რომ ჩვენს ფეხბურთში თავის დამკვიდრებას მალევე შეძლებს. რაც შეეხება, ტაქტიკურ მხარეს, მსხვერპლის გაღება საჭირო ნამდვილად იქნება. კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც უბურთოთ ბევრს მუშაობს, დრიბლინგის უნარით გამოირჩევა და ინიციატივის აღება შეუძლია.

მან იცის, სხვადასხვა ფაზაში როგორ იასპარეზოს და ცენტრისკენ როგორ შეიჭრას. შემთხვევითობა არაა, რომ გოლი, როგორც თავით, ისე მარჯვენა და მარცხენა ფეხით გაიტანა. გარდა იმისა, რომ გარემარბია, იცის, ფორვარდის პოზიციაზე როგორ ითამაშოს. სპალეტისთან ერთად მას პროგრესი აუცილებლად ექნება და თანაგუნდელებთან ურთიერთგაგების, მოკლე მონაკვეთებში მათთან კომბინირებისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების მხრივ მოუმატებს. კვარაცხელია შესანიშნავი შენაძენია. იგი არის ფეხბურთელი, რომელიც უკვე სასარგებლოა და განსხვავების შექმნა შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ორი ტურის შემდეგ, „კვარას“ ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. „ნაპოლის“ ისტორიაში, დებიუტანტ ფეხბურთელებს ასეთი სტარტი არასდროს ჰქონიათ და ხვიჩა წარმატებული სვლის გაგრძელებას ფლორენციაში შეეცდება, სადაც მისი გუნდი „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხრის მოტეხილობა და ოპერაცია - შენგელია ევრობასკეტზე არ იქნება
მხრის მოტეხილობა და ოპერაცია - შენგელია ევრობასკეტზე არ იქნება