ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

“ამჯერად აშშ-ში ვერ მიხილავთ“ - ჯოკოვიჩი US Open-ს გამოტოვებს

დიდი სლემის 21-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს. მიზეზი კორონავირუსის ვაქცინაციაზე უარის თქმა და აშშ-ში არსებული შეზღუდვებია:

„სამწუხაროდ, ამჯერად ნიუ-იორკში ვერ ჩავალ. მადლობა ჩემს გულშემატკივრებს სიყვარულით და მხარდაჭერით სავსე მესიჯებისთვის. წარმატებები კოლეგებო!

მე ვინარჩუნებ ფორმას და პოზიტიურ განწყობას და მოუთმენლად ველი თამაშს. მალე შევხვდები ჩოგბურთის სამყაროს!“

- წერს ჯოკოვიჩი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში უცხოელებს საზღვრის გადაკვეთა ვაქცინაციის გაკეთების გარეშე არ შეუძლიათ. იყო მოლოდინი, რომ ხსენებული წესი მალე გაუქმდებოდა, თუმცა ის კვლავ უცვლელი დარჩა.

ამრიგად, როჯერ ფედერერის ტრავმისა და მის არყოფნასთან ერთად, აშშ-ს ღია პირველობას ლეგენდარული დიდი სამეულის კიდევ ერთი წევრიც დააკლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3-საათიანი ბრძოლა - გორგოძე US OPEN-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა
3-საათიანი ბრძოლა - გორგოძე US OPEN-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა