ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

უინსტონ-სალემის ტურნირი - ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

ნიკოლოზ ბასილაშვილი მორიგ ტურნირზე იასპარეზებს. ქართველი ჩოგბურთელი უინსტონ-სალემში ითამაშებს. ტურნირის საპრიზო ფონდი 823 420 დოლარია. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს პირველი ნომერი ცუდ ფორმაშია და თამაშების მოგება უჭირს.

უინსტონ-სალემში ბასილაშვილის პირველი მეტოქე ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო იქნება, რომელსაც კარიერა ორჯერ შეხვდა. ერთხელ გაიმარჯვა, ხოლო ერთხელ დამარცხდა. ცნობისთვის, ნიკოლოზი აღნიშნულ ტურნირზე თამაშს მეორე წრიდან იწყებს.

მონტეირომ პირველ წრეში კუდლას 7:6 7:5 აჯობა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ასევე გეტყვით, ქართველი ჩოგბურთელი უინსტონ-სალემში მეექვსე ნომრად არის განთესილი, ხოლო პირველ ნომრად გრიგორ დიმიტროვი მოგვევლინა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად ნიკოლოზმა ცინცინატის მასტერსზე იასპარეზა, სადაც მაკენზი მაკდონალდთან უშანსოდ 0:6 1:6 დამარცხდა. ცნობისთვის, ბასილაშვილისა და მონტეიროს დაპირისპირება 23 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 02:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
US Open: ვინ ითამაშებს და ვინ ვერა? ჯოკოვიჩი შესაძლოა აშშ-ში შეუშვან
US Open: ვინ ითამაშებს და ვინ ვერა? ჯოკოვიჩი შესაძლოა აშშ-ში შეუშვან