იბერია 1999, გიორგი ბერიძე
Aa
Aa

ტრანსფერი კონფერენს ლიგის წინ - იბერია 1999-მა ბერიძე დაიმატა

„იბერია 1999“-მა ქართული ფეხბურთისთვის 22-წლიანი დანავსული პერიოდი დაასრულა და ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. ასეთი მასშტაბის წარმატების მიღწევა ძალიან კარგია, თუმცა რაღა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, რომ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი უეფას კონფერენს ლიგაზე ღირსეულად გამოვიდეს, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელები შემადგენლობის გაძლიერებაზე მაქსიმალურად ზრუნავენ.

საამისოდ წინგადადგმული ნაბიჯი გახლდათ გიორგი ბერიძის დამატება, რომელიც ბოლოს უნგრეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა და „უიპეშტის“ ღირსებას იცავდა, თუმცა როდესაც სათამაშო პრაქტიკა აღარ ეძლეოდა, იქაურობის დატოვება გადაწყვიტა. გიორგის ასევე აქვს ბელგიისა და თურქეთის პირველობებზე ასპარეზობის გამოცდილება, როდესაც სხვადასხვა პერიოდში „ლოკერენის“, „გენტის“, „ქოჯაელისა“ და „ანკარაგიუჯიუს“ ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ „იბერია 1999“-ის მთავარი მწვრთნელის პოზიციასთან დაკავშირებით ამ დრომდე სიტუაცია გაურკვეველია. ანდრეი დემჩენკოს წასვლა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა აქტიურად იწერება იმის თაობაზე, რომ უკრაინელი კლუბიდან უკვე წასულია და მას ლევან კორღალიძე ჩაანაცვლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევან კორღალიძე იბერია 1999-ში ბრუნდება | ცვლილებები კონფერენს ლიგის წინ
ლევან კორღალიძე იბერია 1999-ში ბრუნდება | ცვლილებები კონფერენს ლიგის წინ