ნიკოლოზ ბასილაშვილი, ნეკა დოროყაშვილი
Aa
Aa

„ნეკა ვერ ეგუება განშორებას და ღალატს, ბრალდებები უსაფუძვლოა“ - ბასილაშვილის ადვოკატების კომენტარი

საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველები ნეკა დოროყაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს და სასამართლო სხდომაზე წარდგენილ ვიდეოჩანაწერებს ეხმაურებიან.

ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ჩოგბურთელს თავის ყოფილ მეუღლეზე არასდროს უძალადია და დოროყაშვილისგან გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

რა თქვა ირმა ჭკადუამ:

ამ ბრალდებებზე ნიკოლოზს რა რეაქცია უნდა ჰქონდეს, სრულიად უსაფუძვლოა. მას მეუღლეზე არასდროს უძალადია. დაველოდოთ პროცესების დასრულებას და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

ნიკოლოზს რომ მასე არ უძალადია, ეს ყველაზე კარგად იცის თვითონ ნეკა დოროყაშვილმა. უბრალოდ, ნეკა ვერ ეგუება განშორებას, ღალატს. მას ჰყავს საცოლე და ამის შესახებ ყველამ იცის, თუმცა ამას ნეკა აღიქვამს როგორც ღალატს.  ნეკა დღემდე დაკავებულია იმით, რომ რაღაც ფორმით შური იძიოს ნიკოლოზზე.

ნიკოლოზი სოციალურ ქსელში გამოხმაურებებზე ძალიან წუხს, რომ ნეკას მისამართით ბულინგი მიმდინარეობს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარიყო, ძალიან ნერვიულობს მის მცირეწლოვან შვილზე, არასრულწლოვან ბავშვზე.

ნიკოლოზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი შვილის ცხოვრება იყოს მშვიდი და ამ ნეგატივისგან როგორღაც დაიცვას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მან ვერ შეძლო, რადგან მეორე მხარეს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვის ინტერესები იქნას დაზიანებული.

დარწმუნებულები ვართ, ის ადამიანები, რომლებიც ნიკოლოზის გულშემატკივრები არიან ან გაფართოებული თვალებით უყურებენ ამ პროცესს, ბუნებრივია, ელოდებიან მის პასუხებსაც, მაგრამ ნიკოლოზს ძალიან ბევრი აქვს სათქმელი, მაგრამ არ საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აქ დგას მისი შვილის საუკეთესო ინტერესი. აქედან გამომდინარე, ყველას სთხოვს ნიკოლოზი, რომ თავი შეიკავონ ნეკა დოროყაშვილის გალანძღვისგან და აბუჩად აგდებისგან, რადგან ის მისი შვილი დედაა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ნეკას მხრიდან არ ხდება მისი შვილის ინტერესის დაცვა. ვინ არ დაშორებულა, ოჯახები ინგრევა, მაგრამ შვილების გამო მხარეები კონსტრუქციულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. მოცემულ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ნეკა დოროყაშვილი საუბრობს ყველაფერზე და ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილი, რომელიც ემსახურება შურისძიებას და მეტს არაფერს. ამ დროს ნიკოლოზ ბასილაშვილი დუმს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რატომ? იმიტომ, რომ ნიკოლოზს სურს ამ ნეგატივისგან მისი შვილი დაიცვას.

ნიკოლოზ ბასილაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, მალხაზ სალაყაია კი გავრცელებულ ჩანაწერებზე აცხადებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სარწმუნო არ არის. მისივე თქმით, ყველა დეტალი, რომელიც ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოს წინაშე თქვა, არის აბსურდული და ტყუილი, შესაბამისად ჩოგბურთელის უფლებადამცველებს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ.

მომზადებულია სააგენტო Primetime.ge-ის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხოლოდ ერთი გეიმი - ბასილაშვილი პირველივე წრეში განადგურდა
მხოლოდ ერთი გეიმი - ბასილაშვილი პირველივე წრეში განადგურდა