ზედიზედ 11 გეიმი მოიგო - გორგოძის ბრწყინვალე თამაში რუმინეთში
Aa
Aa

ზედიზედ 11 გეიმი მოიგო - გორგოძის ბრწყინვალე თამაში რუმინეთში

რუმინეთში მიმდინარე ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 115 000 აშშ დოლარია და ქალაქ იაშიში მიმდინარეობს, 1/16-ფინალში ეკა გორგოძემ ფრანგი კლარა ბურელი დაამარცხა. გორგოძემ მსოფლიოს 128-ე ჩოგანს 7:5, 6:0 სძლია.

პირველი სეტი დაძაბული და საინტერესო გამოვიდა, გორგოძე 2:5-ს აგებდა, თუმცა შეხვედრა შემოატრიალა და მოიგო. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ 2:5-ის შემდეგ ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 11 გეიმი მოიგო. მეორე სეტში გორგოძე თავიდანვე დამაჯერებელი იყო და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.

რაც შეეხება მერვედფინალურ ეტაპს, გორგოძის მეტოქე არგენტინელ ნადია პოდოროსკასა და რუმინელ ილონა გეორგიანას შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე ეკა გორგოძე მსოფლიოს 147-ე ჩოგანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია