ილია თოფურია, ედსონ ბარბოზა, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

UFC-ის ლეგენდა: „თოფურია ძალიან, ძალიან კარგი მებრძოლია, ბარბოზა მკვლელს ხვდება"

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, მაიკლ ბისპინგმა თავის პოდკასტში ილია თოფურიასა და ედსონ ბარბოზას ჩხუბზე ისაუბრა. ბისპინგმა „ელ მატადორი“ შეაქო და განაცხადა, რომ MMA-ის გულშემატკივრებს მოსაწყენი ბრძოლა ნამდვილად არ ელოდებათ.

„ილია თოფურია ამაღელვებელი და ძალიან, ძალიან კარგი მებრძოლია. მას პედი პიმბლეტთან სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა და მზად იყო, წონითი დივიზიონი შეეცვალა, რათა მასთან ეჩხუბა, მაგრამ ეს არ გამოვიდა.

თოფურიასთან ერთად, აუცილებელია ედსონ ბარბოზაზე ვისაუბროთ. ედსონის გულშემატკივარი ვარ და მისი მონაწილეობით გამართული ბრძოლები მოსაწყენი არასდროსაა. მას ბევრი მაგარი ჩხუბი ჩაუტარებია და ოქტაგონზე კვლავინდებურად მკვლელების წინააღმდეგ გადის. ისეთი მკვლელების, როგორიც ილია თოფურიაა. ბარბოზას ბოლო ბრძოლები საოცარი სანახავი იყო, ილია თოფურია კი შესანიშნავი მებრძოლია და წინ ფანტასტიკური ჩხუბი გველოდება“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ბარბოზას ბრძოლა 29 ოქტომბერს გაიმართება. ბრაზილიელი 36 წლისაა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის წევრია. იგი მე-13 ადგილს იკავებს და ილიას ორი პოზიციით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„1200 დოლარი წავართვი და ნაწყენი იყო“ - მამუკელაშვილის და ანტეტოკუნმპოს სახალისო ისტორია
„1200 დოლარი წავართვი და ნაწყენი იყო“ - მამუკელაშვილის და ანტეტოკუნმპოს სახალისო ისტორია