ჟიულ კუნდე, პაუ ტორესი
Aa
Aa

კუნდე ჩელსიში? ბარსას მთავარი სამიზნე შესაძლოა პაუ ტორესი გახდეს

„ბარსელონას“ ჟიულ კუნდეს შეძენის შანსები ნელ-ნელა ეწურება და კატალონიელები სათადარიგო გეგმის ამუშავებას აპირებენ.

ესპანური Marca-ს ცნობით, „ბარსა“ „ვილიარეალის“ ცენტრალური მცველით პაუ ტორესით ინტერესდება, რომლის გადაბირების სურვილი ერთბაშად რამდენიმე გრანდს აქვს.

25 წლის ესპანელის მიმართ ინტერესი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მაღალი დონის თამაშის შედეგად გაჩნდა. „ტოტენჰემი“ მის შეძენას 55 მილიონ ევროდ ცდილობდა, თუმცა „ვილიარელისგან“ უარი მიიღეს.

მომავალ სეზონში „ვილიარეალი“ კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, ამ ფაქტმა კი პაუ ტორესზე შესაძლოა გავლენა იქონიოს, რადგან შეთავაზება „ბარსელონასგან“, რომელიც ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება, რთულია ამაზე უარი თქვა.

თუ, „ბარსა“ კუნდეს ვერ შეიძენს, ესპანეთის ნაკრების ძირითადის უცვლელი წევრი პაუ ტორესი სესაძლოა მათი მთავარი სამიზნე გახდეს. Marca ასევე წერს, რომ კატალონიელები ინიგო მარტინესის ვარიანტსაც განიხილავენ. 31 წლის ბასკი უკანახაზელი ამჟამად „ბილბაოს" ღირსებას იცავს.

ტრანსფერმარკტი პაუს 50 მილიონ ევროდ აფასებს. გასულ სეზონში მან „ვილიარეალის“ რიგებში ყველა ტურნირზე 46 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ გაუშვა ატლეტიკოში!
„არ გაუშვა ატლეტიკოში!" - ქომაგებმა პერესს რონალდუს დაბრუნება სთხოვეს