Aa
Aa

ტერი "ასტონ ვილას" ფეხბურთელია

36 წლის ჯონ ტერი ჩემპიონშიფის კლუბ „ასტონ ვილაში“ გადავიდა.

მან ბირმინგემელებთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ტერიმ მცირე კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ „ჩელსიში“ დაუვიწყარი 22 წელი გაატარა და მისთვის სასიხარულოა, რომ მომავალ სეზონში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში არ მოუწევს.

„ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი წარსულში ცნობილი მცველი სტივ ბრიუსია, რომელსაც კარიერის ყველაზე წარმატებული 9 წლიანი მონაკვეთი „მანჩესტერ იუნაიტედში“ აქვს გატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები