ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

შვედეთის ღია პირველობა - ბასილაშვილი დანებდა და ტურნის გამოეთიშა

სტარტი აიღო შვედეთის ღია პირველობამ, სადაც მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებდა. პირველ წრეში, ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგის 58-ე ნომერს ჰუგო გასტონს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ დამარცხდა. ნიკოლოზი მეორე სეტში ტრავმის გამო დანებდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი ნომერი პირველ სეტს 5:2-ს იგებდა, თუმცა ფრანგმა ჩოგბურთელმა შეხვედრის შემოტრიალება შეძლო, საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.

მეორე სეტი კვლავ გასტონის უპირატესობით წარიმართა. ჰუგომ ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ, ბასილაშვილი დანებდა და გამარჯვება ფრანგს ჩაეთვალა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა შვედეთის 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირამდე  უიმბლდონზე იასპარეზა, სადაც მესამე წრეში ვან რაიტჰოვენთან დამარცხდა. ნიდერლანდელ ჩოგბურთელამდე კი ქართველმა როსოლს და ჰალისს აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძალადობის ბრალდება ყოფილ შეყვარებულზე - კირიოსი სასამართლოში დაიბარეს
ძალადობის ბრალდება ყოფილ შეყვარებულზე - კირიოსი სასამართლოში დაიბარეს