ლუხუმ ჩხვიმიანი
Aa
Aa

ბუდაპეშტის გრანდ სლემი: ლუხუმ ჩხვიმიანი ფინალშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა ფინალამდე მიაღწია.

ჩხვიმიანმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ისრაელის წარმომადგენელ ლიორ რაფაილოვს მოუგო, შემდეგ მოლდოველ ალეხანდრუ ტირსინას სძლია. მეოთხედფინალში კი იტალიელ ანჯელო პანტანოს დამატებით დროში რთულ ორთაბრძოლაში ვაზარით აჯობა.

ნახევარფინალში ლუხუმმა ყაზახ ბაუირჟან ნარბაევს ვაზარით მოუგო და ფინალში მისი მეტოქე ბელგიელი იოლე ფერსტრეტენი იქნება.

60 კგ-ში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს თემურ ნოზაძე, რომელმაც მეოთხედფინალი ყაზახ ნარბაევთან წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც იტალიელი ანჯელო პანტანო დაამარცხა და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მონღოლ სუმიაბაზარ ენხტაივანს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 რამ, რაც მის შესახებ არ იცოდით - Calciomercato კვარაცხელიაზე წერს
5 რამ, რაც მის შესახებ არ იცოდით - Calciomercato კვარაცხელიაზე წერს