რომან დოლიძე
Aa
Aa

დოლიძის ბოლო მეტოქე: „ჩხუბის შემდეგ სახეში მეტალის 3 ფირფიტა ჩამიდგეს“

UFC-ის ქართველი მებრძოლის, რომან დოლიძის ბოლო მეტოქემ, კაილ დაუკაუსმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. დოლიძემ იგი ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა და დაუკაუსმა ამ ჩხუბისას მიღებულ ტრავმებზე ილაპარაკა.

„მინდა, ჩემს მდგომარეობასთან დაკავშირებით სიახლეები მოგაწოდოთ. ბოლო ბრძოლისას სახეში მუხლი მომხვდა და მოტეხილობა 3 ადგილას მივიღე. ჩხუბის შემდეგ, ექიმს ვესტუმრე და მასთან მთელი ღამე მომიწია დარჩენა. შემეძლო, ოპერაცია ტექსასში, კერძოდ ოსტინში ჩამეტარებინა, მაგრამ სახლში დაბრუნება გადავწყვიტე, სადაც თავს უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი და ჯეფერსონის ჰოსპიტალს მივმართე.

ჩემზე ერთ-ერთმა საუკეთესო ექიმმა იზრუნა და ქირურგიულმა ჩარევამ კარგად ჩაიარა. სახეში მეტალის 3 ფირფიტა ჩამიდგეს, რასაც თვალის კაკლის უკან კიდევ ერთი დაემატა, თუმცა ეს მთლად მეტალის ფირფიტა არაა. ჩემი სახე გასიებულია, მაგრამ ასეთი რაღაცები ხშირად ხდება. საბედნიეროდ, რეაბილიტაციის გავლას 6-8 კვირა დასჭირდება. მეგონა, ოქტაგონს მიღმა მინიმუმ 1 წელს გავატარებდი და მიხარია, გაცილებით სწრაფად რომ შევძლებ დაბრუნებას, თუმცა არ ვაპირებ, რომ ვიჩქარო“.

შეგახსენებთ, რომ დოლიძემ ნოკაუტი პირველივე რაუნდში გაიფორმა და UFC-ში მე-4 გამარჯვება მოიპოვა. რომანს MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში ერთადერთი წაგება აქვს და ტრევინ ჯაილსთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის კონკურენტი ვალენსიას დატოვებს - გატუზომ გადაწყვეტილება მიიღო
მამარდაშვილის კონკურენტი ვალენსიას დატოვებს - გატუზომ გადაწყვეტილება მიიღო